ჯენი, გვიამბე რა სპეციალობაზე სწავლობდი სტეპში და რომელ წელს დაასრულე?
სტეპში ვსწავლობდი გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. ამ სპეციალობის შესწავლისას სტეპის კურსის ფარგლებში დავეუფლე ისეთ უნარებს, როგორებიცაა:
- ილუსტრაციების შექმნა
- ფოტოების დამუშავება
- ლოგოს შექმნა
- ბრენდინგის შექმნა
- UI/UX-ის მეშვეობით საიტის აწყობა და სხვა.
სწავლა 2023 წელს დავასრულე და Adobe-ის ოფიციალური, საერთაშორისო სერტიფიკატიც ავიღე, რამაც ჩემი კარიერული გზა კიდევ უფრო გაზარდა.
რომელ კომპანიაში მუშაობ ახლა და რა პოზიციაზე? რა დავალებებს მოიცავს შენი საქმიანობა?
ამჟამად ვმუშაობ სარეკლამო კომპანია „ჯინჯერსში”, სადაც სტეპიდან მოვხვდი. წინა წელს გავიმარჯვე სტეპის გრაფიკული დიზაინის კონკურსში და მოვიგე სტაჟირება სარეკლამო სააგენტოში. სტაჟირების შემდეგ კი, უკვე პოზიცია შემომთავაზეს და დღემდე აქ ვმუშაობ.
ჩემი სამსახურებრივი პასუხისმგებლობა მოიცავს სოცმედიისთვის დამახასიათებელი სარეკლამო სამუშაოების შესრულებას, ასევე პოსტერების, ბანერების, ბროშურების დამზადებას და სხვა.
გარდა ამისა, ვმუშაობ, ასევე, IT აკადემია STEP-ში გრაფიკული დიზაინის მენტორის პოზიციაზე, სადაც მოზარდებს, სტეპის კურსების დროს წამოჭრილ სხვადასხვა სახის გამოწვევების დაძლევაში ვეხმარები.
ყველაზე მეტად რომელი პროექტით ამაყობ, რომელზეც გიმუშავია?
კონკრეტულად გამოყოფა გამიჭირდება, თუმცა ჩემ მიერ შექმნილ ილუსტრაციებთან და ბრენდპროექტებთან განსხვავებული და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.
რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი/უნარები, რომლებიც სტეპში ისწავლე?
ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც სტეპმა შემძინა – მოთმინების უნარია. ასევე, ახლა უკეთ შემიძლია პროფესიის რეალური დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვა.
როგორი იყო სწავლის პროცესი სტეპში?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწავლის პროცესი სტეპში, საერთო ჯამში, სახალისო იყო. ამავდროულად, ძალიან დატვირთული და შრომატევადი, თუმცა იმისათვის, რომ მესწავლა, მოტივაცია არცერთ ეტაპზე არ დამკლებია.
რა როლი ითამაშა IT აკადემია STEP-მა შენ ცხოვრებაში?
ჯერ კიდევ სწავლის პროცესში დიდი გავლენა ჰქონდა სტეპს ჩემზე. უდიდესი როლი ითამაშა, ჩემი ახლანდელი პროფესიის ჩამოყალიბებაში, რამაც შემდეგ უკვე მთელი ჩემი საქმიანობა და, შესაბამისად, ცხოვრებაც შეცვალა.
რა რჩევას მისცემდი ახლანდელ სტეპერებს?
პირველ რიგში, უყვარდეთ ის საქმე, რომელსაც შემდეგ პროფესიად აირჩევენ. სიყვარულით შრომას, კი დადებითი შედეგი „უეჭველი“ მოაქვს.
[პარტნიორის კონტენტი]