10
Oct
2016

მოდა და სპორტი ინგლისელი ფოტოხელოვანის ფოტოსესიაში

10 Oct 2016

Elit Electronics
Elit Electronics


ინგლისელი ფოტოხელოვანი ჟან-პოლ პიეტრუსი (John-Paul Pietrus), რომელიც მოდის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს, კლუბ TSARSKY-ს რეკლამის შესაქმნელად მიიწვიეს. ფოტოგადაღება კლუბის სპორტულ დარბაზში შედგა. ჟან-პოლს ორიგინალური ფოტოსესია გამოუვიდა. მოდელები ჯერ მოდურ ტანსაცმელში, შემდეგ კი სპორტულ და საცურაო კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილნი.

TSARSKY-ს  სლოგანია ’’ყოველთვის იყავი ფორმაში”. სხეული ნებისმიერი ჩაცმულობისთვის იდეალურად უნდა იყოს მომზადებული. კლუბის მრავალმხრივი შესაძლებლობები და გარემო, ხელს უწყობს მსურველებს, იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.

 

რეკლამაზე დეველოპერული კომპანია TARYAN GROUP-ის კრეატიულმა განყოფილებამ იმუშავა. 

განხილვა