in

„წავკისი პანორამა“, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვადაზე ადრე სრულდება

თანამედროვე სტანდარტების მქონე პროექტი „წავკისი პანორამა“, რომელიც წავკისში, თბილისის ცენტრიდან 7 წუთის სავალზე მდებარეობს, ვადაზე ადრე სრულდება.

როგორც „მარკეტერთან“ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, გეგი ვასაძემ განაცხადა ‘წავკისი პანორამას“ მიწის ნაკვეთების 85%-ი უკვე გაყიდულია და პროექტი შესაძლოა, 1 წლით ადრე დასრულდეს.

M: გეგი, პირველ რიგში, მოგვიყევით რამ გამოიწვია პროექტის ვადაზე ადრე დასრულება?

„წავკისი პანორამას“ გაყიდვები 2022 წლის მაისში, ზუსტად ერთი წლის წინ დავიწყეთ. პროექტის დასრულება კი 2024 წლის ბოლოს იგეგმებოდა და შესაბამისად, პროექტის დაწყებისას გაყიდვების გეგმაც ორ წელზე გვქონდა გათვლილი, თუმცა მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ამ პერიოდისთვის, მიწის ნაკვეთების 85%-ი უკვე გაყიდულია.

ამ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების განხორციელებაც 2 წლის ვადით იყო განსაზღვრული და უნდა აღვნიშნო, რომ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე პროექტი ვადაზე ადრე დასრულდება, როგორც გაყიდვების, ისე სამუშაოების შესრულების მხრივაც. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც დიდი გამოწვევა იყო მივყოლოდით მოთხოვნის ტემპს და ორ წელზე გაწერილი სამუშაოები ერთ წელში დაგვესრულებინა. ვთვლით, რომ ამ გამოწვევას  გავართვით თავი და პროექტს ვადაზე ერთი წლით ადრე ჩახურვა კომპანიის დიდი წარმატებაა.

M: საინტერესოა რით გამოირჩევა „წავკისი პანორამა“ და რატომ არის ეს პროექტი ასეთი მოთხოვნადი?

„წავკისი პანორამას“ საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონს აღემატება. მისი კონცეფცია სრულიად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანების მოთხოვნილებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება და კომფორტული საცხოვრებელი გარემო.

პროექტი უნიკალურია თავისი მდებარეობითაც. ქალაქის ურბანული გარემოთი დაღლილ ადამიანებს, „წავკისი პანორამა” შესაძლებლობას აძლევს, თბილისის სიახლოვეს, სახლიდან გაუსვლელად ისიამოვნონ პანორამული ხედებითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი.

რაც შეეხება ტერიტორიას, ის 13 ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს 98 ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთს, რომელიც ყველა კომუნიკაციით არის უზრუნველყოფილი. ასევე, 15 000 კვ.მ  სარეკრეაციო ზონას, ჩოგბურთის, კალათბურთის და ფეხბურთის მოედნებს, სკეიტპარკს და ველობილიკს. აქვე დაგხვდებათ ერთკილომეტრიანი სასეირნო ხეივანიც, ასაკობრივად დაყოფილი ბავშვთა გასართობი სივრცეები, ქვიშის მოედნები და სასრიალოები.

უბნის დაგეგმარებისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო რეკრეაციული ბუნების შენარჩუნება, სივრცის ჰარმონიული განვითარება და არსებულ გარემოსთან ინტეგრირება. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ პროექტი არ ყოფილიყო მჭიდროდ დაგეგმარებული, ამიტომ უარი ვთქვით მიწების პატარა ზომებად დაყოფაზე და მომხმარებელს 700-დან 1 100კვ/მ-დე ნაკვეთები შევთავაზეთ. არსებული მიწის ნაკვეთები უზრუნველყოფილია ყველა კომუნიკაციით და ჩვენ, ასევე ვუზრუნველვყოთ მშენებლობის ნებართვას.

ყველა ეს დეტალი „წავკისი პანორამას“ პროექტს გამორჩეულს ხდის და არსებულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საცხოვრებელ გარემოდ აქცევს.

M: „წავკისი პანორამას“ წარმატების ფონზე საინტერესოა, გეგმავთ თუ არა სამომავლოდ მსგავსი პროექტის განხორციელებას?

„წავკისი პანორამას“ პროექტზე მუშაობისას ცხადი გახდა, რომ თანამედროვე ადამიანების მოთხოვნილებები შეიცვალა და დღეს, მათ სურთ იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ გარემოში. ჩვენს პროექტზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ დაგვარწმუნა იმაში, რომ სწორად შევძელით მომხმარებლების საჭიროებების განსაზღვრა და მათთვის მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შექმნა. „წავკისი პანორამას“ წარმატებით განხორციელების შემდეგ, გვსურს კვლავ შევთავაზოთ მომხმარებლებს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი, მშვიდი და უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილი.


სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ახალი პროექტის დაანონსება, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 20 მილიონი იქნება.
ეს პროექტიც წავკისში განხორციელდება და იქნება სრულიად ახალი ტიპის დასახლება, რომლის მშენებლობის დაწყებაც ზაფხულში იგეგმება. დაინტერესებულ პირებს კი შეეძლებათ ისარგებლონ განსაკუთრებული ფასით, წინასწარი გაყიდვების ფარგლებში.

[R]

„ნისლის ოსტატი” – ავტოსპორტის ლეგენდა Audi-დან

2023 წლის საზაფხულო სეზონს ბათუმში ახალი თაობის საკონცერტო სცენა „სთეიჯ-17“ ხსნის