ჩვენ ირგვლივ არსებულ გარემოში მკვლევრები დნმ-ის ნიმუშებს დიდი ხანია მოიპოვებენ. ყველა სივრცეში მიაღწიეს, გარდა ხეებისა, სადაც რეალურად ძალიან ბევრი რამის პოვნაა შესაძლებელი… ეს თავადაც იციან და სწორედ ამიტომ, სტეფანო მინჩევმა თავის გუნდთან ერთად შეიმუშავა მეთოდი, რომლითაც ამ რთული ნიმუშების აღებაა შესაძლებელი — გამოსავალი „წებოვანი“ დრონია.
სხვა დრონებისგან განსხვავებით, მას წებოვანი გვერდები აქვს, რითაც ნებისმიერი ნიმუშის აღება შეუძლია, იქნება ეს დაკარგული უჯრედები, ყვავილების მტვერი თუ ის, რაც ცხოველებმა დატოვეს. UAV-ის დრონს ძალის სენსორიც აქვს, რომლითაც წნევის დადგენა ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი. მის ქვეშ კი მინაბოჭკოვანი გალიაა, რომელსაც წებოვანი ლენტი ან შაქრით გაჟღენთილი თხელი ნაჭერი ფარავს.
როგორც წესი, დრონები ისეა აგებული, რომ ირგვლივ არაფერს შეეჯახოს, აქ კი ყველაფერი პირიქითაა — სენსორის დახმარებით ის ტოტს იმ დონეზე ეხება, რაც მნიშვნელოვანი ინდექსების შესაგროვებლად არის საჭირო.
საინტერესოა ისიც, რომ დრონმა უკვე შეაგროვა დნმ-ის ნიმუშები 21 სხვადასხვა ცხოველისგან, რაც მოიცავს ფრინველებს, ძუძუმწოვრებსა და მწერებს. ექსპერიმენტის შემდეგ, 7 განსხვავებული ხიდან აღებული 14 ნიმუში ბუნებაში დააბრუნა კიდეც… გამოდის, „წებოვანი“ დრონების დახმარებით მალე ხის წვერებზე არსებულ საიდუმლოებებს გავამჟღავნებთ.