ამბავი ასეთია — ედვარდიანული ეპოქის წერილმა ახლახან დაასრულა მოგზაურობა და დანიშნულების ადგილზე 121 წლით დაგვიანებით მივიდა. რეციპიენტები უელსის Swansea Building Society-ში ერთდროულად გაოცებულნი და გახარებულნი არიან…
საფოსტო ბარათზე მეფე ედუარდ მეშვიდეს სახეს ვხედავთ, რომელიც 1903 წლის 3 აგვისტოს დაიწერა ქალბატონი ლიდია დეივისის მისამართით, რომელსაც, თავის მხრივ, დღეს ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს.
Swansea Building Society-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჰენრი დერბიც ვერ მალავს აღფრთოვანებას წერილის უეცარი გამოჩენის გამო და ამას „ნამდვილ ანომალიას“ უწოდებს. რაღა თქმა უნდა, იშვიათობაა დღეს ადამიანმა დიდ ბებია-ბაბუებზე ძველი წერილი მიიღოს, რამაც ელისაბედ II-ის მმართველობის ეპოქაც კი გამოტოვა…
თავად წერილი კი წარსულში ჩახედვის შესაძლებლობას გვაძლევს. წინა მხარეზე ზამთრის პეიზაჟია დახატული, რომლის მთავარ პერსონაჟსაც ირემი წარმოადგენს. ხოლო უკან ედვარდიანული ეპოქის ბრიტანული ცხოვრებაა ასახული.
სამწუხაროდ, გამგზავნის სახელი გაუგებრად წერია, მაგრამ ვიგებთ, რომ იგი ბოდიშს იხდის, რადგან „რაღაცის წყვილი“ ვერ შეიძინა, ახლა კი იმ მონაკვეთს გაგაცნობთ 121 წლის წინ დაწერილი წერილიდან, რომლის ამოკითხვაც შესაძლებელი გახდა:
Dear L. I could not, it was impossible to get the pair of these. I am so sorry, but I hope you are enjoying yourself at home. I have got now about 10 (—) pocket money, not counting the train fare, so I’m doing alright. Remember me to Miss Gilbert + John with love to all from (—).