in

JWST-მ ცეცხლოვანი სპირალური გალაქტიკის ფოტო გადაიღო

გალაქტიკები ყველა ზომისა და ფორმის კი გვხვდება, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული ძალიან სტრუქტურიზებულ სპირალებს შეგვიძლია ვუწოდოთ. ისინი თავისებურებებითაც გამოირჩევიან და ერთ-ერთი ასეთი უცნაური გალაქტიკა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი გალაქტიკური პორტრეტის საგანი გახდა — NGC 3256. შეიძლება, ჩვეულებრივ სპირალურ გალაქტიკად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასახავს მტკიცებულებას, რომ ორ გალაქტიკას შორის შეჯახებასა და შერწყმას შედეგად ვარსკვლავების წარმოქმნა მოსდევს.

M2
M2

მართალია, კოსმოსში ძალიან ბევრი თავისუფალი სივრცეა, მაგრამ გალაქტიკები ნელ-ნელა იწევენ კოსმოსური ქსელის უხილავი ძაფებისკენ, სადაც ისინი ეჯახებიან და ერწყმიან, რათა უფრო დიდ გალაქტიკებად ჩამოყალიბდნენ. ეს გალაქტიკური ევოლუციის რუტინულ ნაწილად კი შეგვიძლია ჩავთვალოთ, მაგრამ NGC 3256, ანუ ირმის ნახტომის ზომის გალაქტიკა, რომელიც ჩვენგან 120 მილიონი სინათლის წლით შორსაა, თანმხლებ ეფექტებს ძალიან ლამაზი ფორმით გვაჩვენებს. 

ამ ეფექტებიდან ერთ-ერთი კი გრძელი კუდია, რომელიც გალაქტიკიდან გამოსულ მასალას ახლავს თან. იგი ე. წ. გრავიტაციული ცეკვის დროს დააფიქსირეს, როცა ისინი სპირალურად მიიწევდნენ ერთმანეთისკენ. 

კიდევ ერთი ეფექტი ვარსკვლავების ფორმირებაა — ისინი მტვრისა და გაზის უზარმაზარ, მკვრივ ღრუბლებში იმალებიან. როცა ამ მასალის გროვა საკმარისად მკვრივი ხდება, გრავიტაციის ქვეშ ფეთქდება, რათა ვარსკვლავის მარცვალი ჩამოაყალიბოს, რომელიც შემდგომ მის ირგვლივ არსებული ღრუბლის კვებით გაიზრდება და გაძლიერდება. ეს ღრუბლები კი იმდენად სქელია, რომ ამ ვარსკვლავის მარცვლის დანახვა მოკლე ტალღის სიგრძეებზე არ შეგვიძლია და აი, აქ თამაშობს JWST მთავარ როლს. 

ჯეიმს ვების ტელესკოპის ინფრაწითელი ინსტრუმენტი სინათლის უფრო გრძელი ტალღის სიგრძეებს აფიქსირებს, ვარსკვლავების ფორმირების ისეთ ნიშნებსაც ამჩნევს, რომლებსაც მაგალითად ჰაბლი ვერ შემოგვთავაზებდა. ამ ახალ სურათში აღნიშნულ ნიშნებს წითელ და სტაფილოსფერ ფერებში ვხედავთ, რადგან მტვერი ვარსკვლავებისგან ინფრაწითელ სინათლეს იწოვს. დიახ, ფოტოზე საკმაოდ ბევრია ასეთი. ეს კი NGC 3256-ს აქცევს იმად, რასაც მეცნიერები ვარსკვლავების აფეთქების გალაქტიკის ჯგუფს მიაკუთვნებენ. მათივე გამოთვლებით, იგი წელიწადში 49 მზის მასის წონის ახალ ვარსკვლავებს წარმოქმნის.

საინტერესოა ისიც, რომ NGC 3256 კვლავ შერწყმის პროცესშია, ორი გალაქტიკური ცენტრი აქვს, თითოეული თავისივე სუპერმასიური შავი ხვრელით. საბოლოოდ კი,  გაერთიანდებიან, რათა უფრო დიდი სუპერმასიური შავი ხვრელი წარმოქმნან… თუმცა სანამ ეს მოხდება, ისიც უნდა ვთქვათ, რომ NGC 3256-ის თავისებურება კოლოსალური შერწყმის შესასწავლად მშვენიერ ლაბორატორიად აქცევს მას.

რა უპირატესობებს გვთავაზობს საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი?

ქართული მთის ღვინო მსოფლიოში ყველაზე ინტელექტუალურ გამოფენაზე!