in

15 000 კურსდამთავრებული — ციფრული ინდუსტრიის აკადემია

„ოფისის ისტორიებს ვიხსენებდით და შუა საუბარში აღმოვაჩინეთ, რომ უკვე 15 000 კურსდამთავრებული გვყავს. ჩავთვალეთ, რომ ეს ამბავი თქვენთვისაც უნდა გაგვეზიარებინა“.

სულ თავიდან მხოლოდ ერთი საერთო სივრცე გვყოფნიდა იმის გასაკეთებლად, რისთვისაც დღეს 4 სართული აღარ არის საკმარისი. ძალიან სწრაფად გაიზარდა ჩვენი კომპანია, გუნდი.

როდესაც საქართველოს ბაზარზე გამოვჩნდით თითქმის არავინ იცოდა გრაფიკული დიზაინერის, ქოფირაითერის ან ჯავასკრიპტ დეველოპერის მნიშვნელობა. ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას თავად დაგვჭირდა ადამიანური რესურსების მოძიება, რაც საქართველოს ბაზარზე ვერ მოვახერხეთ და იძულებულები გავხდით, სხვა ქვეყნებზე გავსულიყავით.

სწორედ აქედან დაგვებადა იდეა, გაგვეკეთებინა სასწავლო პლატფორმა, რომლის დახმარებითაც მაღალი ინტენსივობის ვორქშოფებს ჩავატარებდით. წარმატებულ სტუდენტებს კი ჩვენთან დასაქმებას შევთავაზებდით. ჩვენი პირველი სტუდენტები მალევე გახდნენ ჩვენი თანამშრომლები.

პირველად დიზაინის სკოლა შევქმენით. დიზაინს მოჰყვა მარკეტინგი, ბიზნესი და დეველოპმენტი. დღეს უკვე 4 განსხვავებული მიმართულებით ვატარებთ მასტერკლასებსა და ვორქშოფებს.

აქტიური მუშაობის შედეგად შევძელით და საქართველოს ბაზარზე შევქმენით ციფრული პროფესიებისადმი მოთხოვნა. თუ ამ წინადადებას რიცხვებში გადმოვთარგმნით, ასე გამოიყურება.

ჩვენი მიზანია, ადამიანებში გავაღვიძოთ ზუსტად ის უნიკალური უნარი, რომლის შესახებ, შესაძლოა, ჯერ თვითონაც არ იცოდნენ. აღმოჩენის შემდეგი ეტაპი კი ამ უნარის განვითარება და კარიერულ წინსვლაში დახმარებაა.

იმისათვის, რომ შეზღუდვების გარეშე ამის შესაძლებლობა ყველას მივცეთ, ვატარებთ Offline და Online კურსებს. Online კურსების დახმარებით სტუდენტებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი და ისწავლონ დისტანციურად.

15 000 კურსდამთავრებულს შორის შეხვდებით ისეთ სტუდენტებს, რომლებმაც ჩვენი კურსები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გაიარეს.

გარდა ამისა, გვყავს მენტორების ძალიან მაგარი გუნდი, რომლებიც ქართულ რეალობაში ქმნიან ციფრულ ინდუსტრიას. სწორედ მათ სახელებთან არის დაკავშირებული ყველაზე ინოვაციური, კრეატიული და დასამახსოვრებელი მიდგომების დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. მათი მიზანი სტუდენტებისთვის არა მხოლოდ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, არამედ სწორი მოლოდინების შექმნაა.

ვორქშოფების განმავლობაში ისინი საუბრობენ იმ შეცდომებზე, იმედგაცრუებებზე, წინააღმდეგობებზე, რომლებსაც კარიერის დასაწყისში თავად შეხვდნენ.

კურსის სტრუქტურა და სილაბუსი კი ისეა შექმნილი, რომ ჩვენგან წასული სტუდენტები მზად იყვნენ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის.

ჩვენ ვქმნით ადამიანების გუნდს, რომელიც ციფრულ ინდუსტრიას სჭირდება.

სტატიის ბოლო კითხვა, როგორც წესი, სამომავლო გეგმებს ეხება ხოლმე. გეტყვით, რომ არ გვასვენებს სიახლეების დანერგვისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის სურვილი. ვაგრძელებთ კომპანიის გაზრდას და დასახულ მიზნებთან მიახლოებას.

წელს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გავხსენით ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ფილიალი. ჩვენი შემდეგი მიზანია, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში გამოჩენით, სტუდენტებს უფრო მეტი შესაძლებლობა შევთავაზოთ.

პ.ს. ამ სტატიას ერთი ავტორი არ ჰყავს. ამბავს ციფრული ინდუსტრიის აკადემიის გუნდი გვიყვება.

[R]

NASA-ს ახალი მასალა „ჯოჯოხეთურ“ ტემპერატურას უძლებს!

Spotlight Tech-ის წარმდგენია eTeam!