დრო კრეატორების ხშირი თავსატეხია, რომლებიც ნატრობენ, რომ დღის განმავლობაში მეტი საათი ჰქონდეთ სამუშაოდ. იდეებს, კონტენტის შექმნას, აუდიტორიასთან ჩართვასა და ტენდენციების დაცვას შორის ხშირად გვიჩნდება შეგრძნება, რომ საქმეები არასოდეს მთავრდება.
სამწუხაროდ, დროის რაოდენობის გაზრდა ადამიანის ძალებს აღემატება, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია, უფრო ჭკვიანი ინსტრუმენტები გამოვიყენოთ.
Claude AI by Anthropic არის ჩატბოტასისტენტი, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ ყველაფერში, მონაცემთა ანალიზით დაწყებული, გრძელი დოკუმენტის გაანალიზებით დამთავრებული. როცა ადამიანი გადატვირთულია რთული ამოცანებით, არ იცის, როგორ დაიწყოს პროექტი და სტრესშია, Claude „მეორე ტვინად” ევლინება და მის სამუშაო პროცესს ამარტივებს.
მისი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მახასიათებელია კონტექსტის შენახვა და ვრცელი დოკუმენტების დამუშავება ისე, რომ არ დაკარგოს ძირითადი დეტალები.
აქვს როგორც უფასო ვერსია, ისე პრემიუმპაკეტი, რომელიც ფასიც თვეში 20 დოლარია.
თუ გიყვართ იდეების ვიზუალურად გამოხატვა ან პროექტების შედგენა ისე, რომ ერთი შეხედვითაც იკითხებოდეს შინაარსი, xTiles არის თქვენთვის. მას ხშირად ახასიათებენ, როგორც Notion-სა და Figma-ს შვილობილს. ხელსაწყო საშუალებას იძლევა, დაალაგოთ ჩანაწერები, ბმულები, სურათები და იდეები ზუსტად ისე, როგორც თქვენ გსურთ.
ამ ხელსაწყოსაც აქვს როგორც უფასო ვერსია, ისე ორი პრემიუმპაკეტი: 5-დოლარიანი და 7-დოლარიანი. გადახდა ხდება თვიურად.
თუ კრეატორების იმ კატეგორიას წარმოადგენთ, ხმამაღლა ფიქრი რომ უყვარს, ეს ხელსაწყო მოგეწონებათ. ის მუშაობს ინგლისურ ენაზე და იდეებს, რომლებსაც გააჟღერებთ, ჩაიწერს, აქცევს დალაგებულ ტექსტად, რომელზეც შემდგომ მუშაობა და ახლის დაშენება უფრო ადვილია.
უბრალოდ დააფიქსირეთ ჩანაწერი, გამოთქვით თქვენი აზრები და მიეცით საშუალება, რომ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, გააკეთოს ტრანსსკრიფცია.
უფასო ვერსია ლიმიტირებულია 10 ჩანაწერამდე, ხოლო თუ უფრო ბევრი გჭირდებათ შეიძენთ პროს, რომელიც $99 ღირს წლიურად.
Descript არის კონტენტის შექმნისა და რედაქტირების ხელსაწყო, რომელიც AI შესაძლებლობებს იყენებს და აუმჯობესებს წარმოების პროცესს ყველა დონის შემქმნელისთვის. ინტერფეისი გაძლევთ საშუალებას, დაარედაქტიროთ თქვენი მედიაფაილები, ისევე მარტივად და სწრაფად, როგორც ტექსტი. დესკტოპის აპში შეგიძლიათ, ამოჭრათ, დააკოპიროთ და ჩასვათ თქვენი კონტენტის სექციები პირდაპირ ტრანსკრიპტიდან და მყისიერად ასახოთ ცვლილებები თქვენს მედიაში.
უფასო ვერსია მოიცავს თვეში 1 საათს, რედაქტირების ძირითად ფუნქციებსა და ეკრანის ჩაწერას, ხოლო პრემიუმი რამდენიმე ნაწილისგან შედგება: $12, $24 და $40.
როდესაც საქმე ეხება კონტენტის ერთობლივად შექმნას დისტანციურად, მაღალი დონის აუდიო და ვიდეო ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პლატფორმა იწერს ხმას თითოეული მონაწილის მოწყობილობაზე, რაც უზრუნველყოფს სტუდიის დონის ჩანაწერებს ინტერნეტში.
მისი მოსახერხებელი ინტერფეისი საშუალებას აძლევს შემქმნელებს, მოიწვიონ სტუმრები მარტივი ბმულით, რაც ხელს უწყობს უწყვეტი დისტანციური ინტერვიუების ან დისკუსიების განხორციელებას.
უფასო ვერსია მოიცავს 2-საათიან ჩანაწერს, 720p-მდე ვიდეოს ხარისხსა და Riverside Watermark-ს. სტანდარტული პროვერსია კი $15 ღირს, პროფესიონალური – $24 თვეში.
დისტანციური მუშაობის ეპოქაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ონლაინშეხვედრებს. tl;dv AI-ზე მომუშავე ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია შეხვედრების ჩასაწერად, ტრანსკრიფციისთვის და შეჯამების გასაკეთებლად ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა: Zoom, Google Meet და Microsoft Teams.
უფასო გეგმა გთავაზობთ ულიმიტო შეხვედრების ჩანაწერებსა და ტრანსკრიფციებს AI-ს ძირითად ფუნქციებთან ერთად. პროვერსია კი თვეში 20 დოლარი ღირს.
Spiral არის შესანიშნავი ინსტრუმენტი შემქმნელებისთვის და გუნდებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთი წერის პროცესების გამარტივებას. ხელოვნური ინტელექტის მქონე ეს ხელსაწყო შექმნილია წერისა და შემოქმედებითი ამოცანების ავტომატიზაციისთვის, რაც საშუალებას მოგცემთ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენი მუშაობის უფრო სტრატეგიულ ასპექტებზე.
ის, ასევე, საშუალებას გაძლევთ, აქციოთ თქვენი შინაარსი სხვადასხვა ფორმატად: ტვიტები, წინადადებები, რეზიუმეები და სხვა.
ყველა სხვა, ჩამოთვლილი ინსტრუმენტის მსგავსად, მასაც აქვს უფასო და ფასიანი ვერსიები. ეს უკანასკნელი 12 დოლარი ღირს თვეში.