in

„წიგნის ბაზარი – არდადეგები“ – დაისვენე შინაარსიანად! – ლიტერატურული თავგადასავალი საქველმოქმედო მისიისთვის

არდადეგების მოახლოება გვახსენებს წიგნებს – იმ მაღალი ხარისხის ლიტერატურას, რომელიც თავისუფალ დროს გულისხმიერ მეგობრობას გვიწევს. ამ წელს, ივნისის დასაწყისში, თბილისელებს განსაკუთრებული შესაძლებლობა ეძლევათ – შინაარსიანად დააგეგმონ არდადეგები და თანაც, კარგი საქმეც გააკეთონ.

6, 7 და 8 ივნისს „ბაზარი“ გახდება ლიტერატურული ღონისძიებების ცენტრი, სადაც „წიგნის ბაზარი – არდადეგები“ მოვლენა წიგნის კულტურის მოყვარულებს და მოქალაქეებრივ აქტივობაში ჩართულ ადამიანებს ერთ სივრცეში შეხვედრის საშუალებას მისცემს.

პროექტის მთავარი ღირებულება მისი კომპლექსურობაშია – აქ ერთდროულად შეიძლება წიგნების შეძენა ხელსაყრელ ფასებში, ცნობილ ავტორებთან შეხვედრა და რეგიონული ბიბლიოთეკების მხარდაჭერაში მონაწილეობა. ღონისძიება „ბაზარის“, გიორგი კეკელიძის, „ბიბლუსისა“ და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესს, „ბაზართან“ ერთად, კურირებს გიორგი კეკელიძე, რომელიც პროექტის ოფიციალური ამბასადორი.

ღონისძიება სრულიად უფასოა, რაც მას ნებისმიერი ასაკისა და შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდის. ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა კულტურული ღონისძიებების ხელმისაწვდომობა ხშირად შეზღუდულია. დეტალებზე გიორგი კეკელიძე და „ბაზარის“ პიარ მენეჯერი ნატალი გოგიჩაიშვილი გვესაუბრნენ.

ნატალია გოგიჩაიშვილი

„ბაზარისთვის“ ეს განსაკუთრებული პროექტია, ამ ღონისძიებიდან სამ ძირითად მიმართულებას გამოვყოფდი. პირველი და უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო მიზანია – 8 ივნისის ჩათვლით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ვიზიტორების მიერ დატოვებულ წიგნებს პროექტის ამბასადორთან, გიორგი კეკელიძესთან ერთად რეგიონების ბიბოლიოთეკებს გადავცემთ. ამას გარდა, „ბაზარის“ სივრცეში „ბიბლუსთან“ თანამშრომლობით, 6, 7 და 8 ივნისს წიგნების გამოფენა-გაყიდვა და სალექციო სესიები გაიმართება. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ „ბაზარის“ მულტიფუნქციურ სივრცეში დროის ნაყოფიერად გატარებისთვის, გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობა შევქმნათ და ეს პროექტიც ჩვენი ძალიან საინტერესო მიზნების ერთი ნაწილია. ვფიქრობ, დაგეგმილი ღონისძიებებით ვიზიტორები კმაყოფილი დარჩებიან და „ბაზარისა“ და „ბიბლუსის“ თანამშრომლობა ამ კუთხით სისტემატურ სახეს მიიღებს“, – განაცხადა ნატალი გოგიჩაიშვილმა.

M: უკვე არაერთი წელია ამ საქმით ხართ დაკავებული – რატომ არის მნიშვნელოვანი რეგიონული ბიბლიოთეკების მხარდაჭერა?

„წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ სხვა სა­ხე­ლითა და ფორ­მით, 2012 წელს და­ვა­ფუძ­ნე ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში – მა­შინ „ეკ­ვი­ლიბ­რი­უ­მი“ ერ­ქვა. ბიბ­ლი­ო­თე­კის მო­სა­წყო­ბად, ორი­ა­თას­ზე მეტ სო­ფელ­ში ჩა­ვი­ტა­ნეთ წიგ­ნი, კომ­პი­უ­ტე­რი თუ სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი.

იმ ადა­მი­ა­ნებ­მა ზუს­ტად იცი­ან, რა მნიშ­ვნე­ლო­ბის ინ­სტრუ­მენ­ტია წიგ­ნი სხვა პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად, ამი­ტო­მაც ყო­ველ­დღი­უ­რად ათი­ა­თა­სო­ბით წე­რილს ვი­ღებ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან ახა­ლი წიგ­ნე­ბის მო­თხოვ­ნის სურ­ვი­ლით.

2024 წელს, როცა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან წა­მო­ვე­დი, სწო­რედ ირაკ­ლი თევ­დო­რაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი გაგ­ნი­ძე შემ­ხვდნენ და მი­თხრეს, რომ „ბიბ­ლუს­ში“ ეს საქ­მე ახა­ლი ძა­ლის­ხმე­ვით გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა – ასე და­ი­ბა­და „წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. 2500 სოფლის ბიბლიოთეკა მოვიარეთ უკვე და წინ დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს.

M: 8 ივნისს თქვენი ლექცია ეძღვნება საბავშვო ლიტერატურას. როგორ უწყობს ხელს ეს ღონისძიება ახალგაზრდებში კითხვის ტრადიციის განვითარებას?

ეს ლაპარაკი დიდწილად ჩემს წიგნს „თომას ზღაპრებს“ შეეხება, თუმცა ზოგად ნაწილსაც იგულისხმებს – რამდენად მნიშვნელოვანია ლიტერატურა ბავშვისთვის, როგორც აქამდე დაგროვილი მეხსიერების ჯამი, განცდის და ცოდნის კრებული, რომელიც მის ცნობიერებას, სამომავლოდ, დიდ საყრდენად შეიძლება ექცეს.

M: როგორ აფასებთ „წიგნის ბაზარი – არდადეგების“ როლს ქართული ლიტერატურული კულტურის განვითარებაში?

იმედი მაქვს, ეს ფესტივალი ტრადიციულად ღონისძიებად იქცევა. თაობებისთვის ზაფხულს წიგნის სუნიც ჰქონდა – გვინდა ეს ამბავი გავაღვიძოთ და ახალ თაობასაც გადავცეთ. ფესტივალის სლოგანი სწორედ ამ განზრახულობითაა შექმნილი – „დაისვენე შინაარსიანად“
მიხარია, რომ ბაზარი ორბელიანის ინიციატივით წიგნებიც შეგროვდება და სოფლის ბიბლიოთეკებს გადაეცემა.

[R]

„კონსიერჟ თბილისი” უკვე ლოს ანჯელესში

Bayer – ასპირინის შექმნიდან თანამედროვე მედიცინამდე და აგროკულტურამდე