in

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე – წაიკითხე ავტორებთან ერთად და მიიღე წიგნი საჩუქრად

თუ 2 თებერვალს, 14 საათიდან, პუშკინის სკვერში გაივლით, წიგნებით სავსე თაროს შეამჩნევთ და ხუთ ქართველ ავტორსაც შეხვდებით, რომლებიც თქვენთვის მხატვრული ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს წაიკითხავენ. თუ გამბედაობასაც მოიკრებთ და, თაროზე განთავსებული რომელიმე წიგნიდან, პატარა ნაწყვეტს სახალხოდ წაიკითხავთ, ამ წიგნს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისგან“ საჩუქრად მიიღებთ.

bog
bog-mob

სწორედ ასეთი ღონისძიებით ეხმიანებიან „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და გოეთეს ინსტიტუტი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს და შემთხვევით გამვლელსა თუ სპეციალურად ამ აქტივობისთვის პუშკინის სკვერში მისულ სტუმრებს ახსენებენ იმას, რაც ხშირად გვავიწყდება – წიგნის კითხვისგან მიღებულ სიამოვნებასა და მნიშვნელობას.

პუშკინის სკვერში დაგეგმილ ღონისძიებაზე უფრო მეტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორის მოადგილე ნინო კიკნაძემ და გოეთეს ინსტიტუტის საინფორმაციო განყოფილებისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ზურაბ ბოლქვაძემ გვიამბეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში მეშვიდედ აღინიშნება. წელს ამ ინიციატივასთბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქიგოეთეს ინსტიტუტთან ერთად შეუერთდა. რა არის ამ დღის გზავნილი და რატომაა მნიშვნელოვანი მისი აღნიშვნა?

ნინო კიკნაძე: ეს ინიციატივა კიდევ ერთი შეხსენებაა საზოგადოებისთვის, რომ წიგნები უნდა ვიკითხოთ – არ აქვს მნიშვნელობა ხმამაღლა, სხვების გასაგონად თუ ჩვენთვის, ჩუმად. ღონისძიების შემდეგ, 150 ადამიანი შინ ახალი წიგნით წავა, რომელიც საჩუქრად რამდენიმე აბზაცის სახალხოდ წაკითხვის სანაცვლოდ გადაეცემა. ეს, რა თქმა უნდა, კითხვის წამახალისებელი მცირე აქტივობაა, მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2010 წლიდან აღინიშნება და 100-ზე მეტი ქვეყანა და მილიონობით ადამიანი, სხვადასხვა აქტივობით ეხმიანება. ჩვენთან მისი აღნიშვნა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ დაიწყო და, მას შემდეგ, მისი მთავარი ინიციატორია. ვინაიდან პროექტ „თბილისის – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, წიგნის კითხვის წახალისებაა, ამ პროცესში გოეთეს ინსტიტუტთან ერთად ჩვენც ჩავერთეთ.

გოეთეს ინსტიტუტისა დათბილისიწიგნის მსოფლიო დედაქალაქისთანამშრომლობა ამ ღონისძიებით არ იწყება. რა პროექტები განახორციელეთ ერთობლივად?

ზურაბ ბოლქვაძე: „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქთან“, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან და გერმანიის საელჩოსთან ერთად, აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკაში გავხსენით გამოფენა, რომელმაც 100-ზე მეტ საუკეთესო გერმანულ გამოცემას მოუყარა თავი.

ამ პროექტის ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტმა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქმა“ კიდევ ერთი აქცია, 100 წიგნი საჩუქრად, წამოიწყო. შარშან, 21 სექტემბერს, ბიბლიოთეკის წინ, 100 გერმანული წიგნის ქართული თარგმანი გამოვიტანეთ. მათგან რომელიმეს საჯაროდ წაკითხვის სანაცვლოდ კი წიგნები მკითხველებს გადავეცით.

აქცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, გამვლელებმა საოცრად იაქტიურეს, ამიტომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნაც, ამ ფორმით გადავწყვიტეთ.  ამჯერად, 150 წიგნი შევარჩიეთ – არა მხოლოდ გერმანული ლიტერატურის თარგმანები, არამედ ქართველი ავტორებისა და სხვა ენიდან თარგმნილ წიგნებსაც მოვუყარეთ თავი.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს თბილისი გვადალახარას 2022 წლის 23 აპრილს გადასცემს. პროექტის დასრულებამდე კიდევ რას შეიძლება ელოდოს თქვენგან მკითხველი?

ნინო კიკნაძე: პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ეტაპზე გადავდივართ, თუმცა დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებს ისევ აქტიურად ვახორციელებთ, ვაგრძელებთ სალიტერატურო სფეროს განვითარების ხელშეწყობას და მკითხველის წიგნთან კიდევ უფრო დაახლოებას. ასე რომ, პროექტის დასრულებამდე, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, საინტერესო იდეებისა და აქტივობების შესახებ, ჩვენგან კვლავაც გაიგებთ.

[პარტნიორის კონტენტი]

NASA-ს ერთწლიანი სიმულაცია — როგორი იქნება მარსზე ცხოვრება?

Tacos

Chevrolet-ის ყველაზე ყურებადი რეკლამა ბოლო დროის ავტორეკლამების სიაში