in

თიბისი კონცეპტის სივრცეში გამოფენა „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ იხსნება


1 აპრილს,  18:00 საათზე თიბისი ბანკისა და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით გამოფენა „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ იხსნება. დიახ, აქ ძველი ქართული ზღაპრის წიქარას“ შესახებ მოგვითხრობენ, იგი სივრცეში ცოცხლდება და დამთვალიერებელს დროში მოგზაურობასაც სთავაზობს. ქვეყნის არქიტექტურა, გეოგრაფია თუ ყოფა მუზეუმში სხვადასხვა ფორმითაა გადმოცემული. 

„წიქარას მუზეუმი სინამდვილისა და გამოგონილის ნაზავია. ავტორებმა ზღაპრის გმირის ნივთებსაც მიაგნეს და მუზეუმში გამოფინეს. მუზეუმზე მუშაობა გამოძიებას ჰგავდა. ნივთები ნივთმტკიცებებია, იმის დასტურად, რომ ზღაპარი ოდესღაც მართლაც მოხდა. ჩვენამდე ბევრჯერ თქმულმა ამბავმა კი საიდუმლოს სახით მოაღწია. საიდუმლოს, რომელიც ყოველი მოყოლის დროს თავიდან უნდა ამოვხსნათ და პასუხი გავცეთ კითხვას – გვჯერა თუ არა? ხოლო ის, რისიც გვჯერა, თუ არ მომხდარა, აუცილებლად მოხდება“, — ამბობს მარიამ ნატროშვილი, არტისტი.

პროექტის იდეის ავტორები, კურატორები და ილუსტრატორები გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი არიან. ექსპოზიცია აერთიანებს როგორც კურატორების, ისე თამარ ნადირაძის, ზურა მჭედლიშვილის, ვარლამ ჯმუხაძის, ირაკლი ჭუმბურიძისა და ნატო ბაგრატიონის ნამუშევრებს.

ხელოვნების მოყვარულებს კი გამოფენაზე სტუმრობა დღეიდან 4 კვირის განმავლობაში შეეძლებათ. „წიქარა – მუზეუმი მუზეუმში“ დათვალიერება მარჯანიშვილის 7-ში, ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 დან 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.


პასუხისმგებლობის დაზღვევა სკოლებისთვის

მოიპოვეთ სრული დაფინანსება ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში IB პროგრამებზე სწავლისათვის!