in

Tsikolia ახალ საათს უშვებს

Tsikolia Watches ქალის საათის ახალ სერიას უშვებს. ეს ბრენდის ყველაზე პატარა მექანიზმის მქონე აქსესუარი იქნება. ციფერბლატზე, კომპანიის სახელის ნაცვლად, ქართული ასო – ბგერა „ც“ იქნება დატანილი, რაც მას სხვა მოდელებისგან გამოარჩევს.

 

„ეს Tsikolia-ს ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელის, “Seven”-ის ახალი ინტერპრეტაციაა და უფრო საიუველირო ნაკეთობათა გამაშია გადასული. ე.წ. ბრასლეტის ტიპის საათია. ჩვენს მოდელებში ყველაზე პატარა მექანიზმი აქვს – მისი რადიუსი 16 მმ-ია. გვაქვს სამი სხვადასხვა ვარიანტი: ვერცხლისფერი ცისფერი ციფერბლატით,  ოქროსფერი თეთრი და შავი ციფერბლატებით“, – ამბობს ზვიად ციკოლია.

“Seven” (ქალის საათი), რომლის ინტერპრეტაციითაც შეიქმნა ახალი მოდელი

მისივე თქმით, ახალი საათი, Tsikolia-ს ბუტიკში (პირველი რესპუბლიკის მოედანი #1, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“) გაიყიდება.

„ვფიქრობთ, ეს მოდელი ახალი წლისთვის უკვე იქნება გაყიდვაში. ახლა მხოლოდ ნიმუშები ჩამოვიდა. წინ წარმოების პროცესია. რაც შეეხება ფასს, ამ ეტაპზე, რთულია საუბარი, გააჩნია, საწარმოო ხარჯებს. ბუნებრივია, ესეც, სხვა მოდელების მსგავსად, შვეიცარიაში იწარმოება“.

აუგმენტური რეალობის სათვალე, რომელიც ტელეფონზე ერთდება

ვართ ის რაც გვქვია, გვქვია ის რაც ვართ – განახლებული ლუდი ნატახტარი [VIDEO]