in

“კონცეფცია, რასაც ასე თავგამოდებით იჩემებს ვინდფორსი, არის ჩემი”! – ზვიად ციკოლია Windfor’s-ს უპირისპირდება

ცნობილი ქართველი დიზაინერი – ზვიად ციკოლია საკუთარ Facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საკომუნიკაციო სააგენტო ვინდფორსს (Windfor’s) მისი კონცეფციის მითვისებაში ადანაშაულებს. საუბარია მარკეტერზე დღეს გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელიც “დღის პროდუქტების” ბრენდინგს ეხებოდა:

“დიდი ხანია არ დამიპოსტავს, მაგრამ ეს უკვე ყოველგვარ თავხედობას სცდება. აქამდე თუ თავს ვიკავდი გარკვეული მიზეზებით ახლა აღარ ვაპირებ. ეს კონცეფცია რასაც ასე თავგამოდებით იჩემებს ვინდფორსი არის ჩემი 2009ში შექმნილი რომელიც სანტესთვის იყო. ასევე გამოქვეყნებულია ამერიკულ წიგნში Big book of packaging სადაც მთელი გვერდი დაუთმეს. ვინდფორსი ადრეც შემჩნეულია.პლაგიატობაში და აღც ახლა აკეთებს გამონაკლისს.” – ზვიად ციკოლია

ციკოლიას განცხადებით, კონცეფცია მან 2009 წელს სანტეს შესთავაზა, მაგრამ კომპანიამ იგი დაიწუნა.

 

ამ დროისთვის, მარკეტერი ცდილობს ორივე მხარესთან გაარკვიოს დეტალები.

თამარ ზამთარაძე – #პირველისამსახური

თანამედროვე ქართველი არტისტების “არაჩვეულებრივი გამოფენა” არგოს შეფუთვაზე!