დარწმუნებული ვარ, არაერთხელ დარჩენილხართ იმედგაცრუებული ვაკანსიების კითხვისას — ან ძალიან მშრალი და ნაკლებ ინფორმაციული ყოფილა, ან უბრალოდ პირობები არ მოგწონებიათ. თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ის დამოკიდებულება და ტონი, რომელსაც კომპანია ახალი კადრების ძიებისას ავლენს. სტატიაში სწორედ ამის მაგალითს წარმოგიდგენთ.
საბავშვო და საოჯახო ტექსტილის გალერეამ „ციმ.ციმ“ გუნდის ახალი წევრის საპოვნელად ინფორმაციულთან ერთად, ემოციური და მამოტივირებელი ვაკანსია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მას შემდეგ, რაც ტექსტილის გალერეა ციმ•ციმ Tsim•Tsim დაიბადა, არ გვყავდა გუნდის სხვა წევრი, ოჯახის წევრების გარდა და პირველად ვაქვეყნებ ასეთ ვაკანსიას 🤗❤️
#ვეძებთ გუნდის შრომისმოყვარე წევრს, რუსთავში, ციცქნა ატელიეში ☀️❤️ ვმუშაობთ საბავშვო და საოჯახო ტექსტილზე, ტანსაცმლის გარდა. ძირითადი მიმართულებაა თეთრეული, სუფრები, საბავშვო ტექსტილი, კარვები, ფარდები და ა. შ. ✨️❤️
პირობები ასეთია: მაქსიმუმ 10 დღე გექნებათ გამოსაცდელი პერიოდი, შემდეგ დაგიდებთ ხელშეკრულებას ❤️ რა თქმა უნდა, ანაზღაურებადია პირველი პერიოდიც ❤️
✨️ანაზღაურების მეთოდი: საბანკო გადარიცხვის ან ნაღდი ანგარიშსწორების საშუალებით, საპენსიო გადასახადს ვიხდით თავად.
გვაქვს შემდეგი მოთხოვნები:
- აუცილებელია გქონდეთ მინიმალური გამოცდილება, დანარჩენს გასწავლით ადგილზე ✨️
- საქმეს უნდა მიუდგეთ პასუხისმგებლობით ✨️
- ხელის სისწრაფე სასურველია, მაგრამ ჩვენთან მთავარი მზა ნაწარმის ხარისხია და არა რაოდენობა, ასე რომ, არ გვაქვს ამბიცია, ვიპოვნოთ სინათლის სისწრაფით მომუშავე ადამიანი 🙌❤️
🕰 რაც შეეხება გრაფიკს, 09:00 – 17:00 -მდე, ჩვეულებრივ შემთხვევებში, 30 წუთიანი შესვენებით, მაგრამ თუ გყავთ ბაღის ან სკოლის მოსწავლე შვილი/შვილები,სამუშაო დღე დაიწყება 10:00 – დან, რომ ბაღში ან/და სკოლაში დატოვოთ და დასრულდება 18:00-ზე. თუ შუალედში ბავშვის/ბავშვების სკოლიდან ან ბაღიდან გამოყვანა გჭირდებათ, გექნებათ 1 საათიანი შესვენება სასურველ დროს, ასევე, შეგიძლიათ დარჩენილი სამუშაო საათების მანძილზე ჩვენთან გყავდეთ პატარა/პატარები, გასართობებს და სამეცადინო სივრცეს თავად დავახვედრებთ ❤️
სამუშაო გრაფიკი: ✨️ კვირაში 4 ან 5 დღე, თქვენთვის სასურველი, რომელსაც აუცილებლად ვათანხმებთ ყოველი კვირის დასაწყისში✨️ 2 ან 3 დღე დაისვენებთ, რომ ცხოვრებაც მოასწროთ 🤗❤️
✨️ კვირაში 2 – 3 დღე, ერთად ან ცალ-ცალკე ისვენებთ ❤️ 🙌
ხაზგასმით, უფლება გაქვთ გამოიყენოთ 2 დაუგეგმავი დღე ყოველთვიურად, ერთიანად, საკმარისია გაგვაფრთხილოთ წინა საღამოს ან ადრე დილით, რომ სამსახურში არ იქნებით ❤️ ✨️
შვებულება – ყოველ 4 თვეში ერთხელ, 10 დღით ❤️ ვგეგმავთ ერთად, მინიმუმ 14 დღით ადრე
❤️ ✨️ ჯანმრთელობის დაზღვევა
️❤️ ☕️ დილას ვიწყებთ ყავით / ჩაით და ბედნიერი განწყობით 🥰🤗✨️❤️
მუშაობის პარალელურად, შეგიძლიათ უყუროთ ფილმებს ან მოუსმინოთ მუსიკას, ხმის ადეკვატურ სიმაღლეზე 🙌❤️ ✨️ შესვენებისას, გთავაზობთ კვებას და დღის განმავლობაში, ყავას / ჩაის, ულიმიტოდ ☕️❤️
️ არასამუშაო დროს, შეგიძლიათ დარჩეთ 2 საათით და შეკეროთ რაც გსურთ, სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარი თავისთვის ან თუნდაც ინდივიდუალური შეკვეთა ❤️ ორიენტაციისთვის🤗
საცდელი პერიოდის მანძილზე, შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ანაზღაურება იქნება ფიქსირებული 35 ლარი და თუ ასცდებით ამ თანხას, რა თქმა უნდა, მოიმატებს. აგინაზღაურდებათ სამგზავრო ხარჯი ამ პერიოდის მანძილზე ✨️ მუდმივად წაგახალისებთ ბონუსებითაც ❤️
თუკი რაიმე გამოგვრჩა, განვიხილოთ ერთად 🤗❤️ ვეცადეთ, მაქსიმალურად მამოტივირებელი სამუშაო პირობები შემოგვეთავაზებინა ❤️ მაგრამ განვიხილავთ თქვენს შემოთავაზებებსაც ❤️ პირველი დასაქმებული თანამშრომლის ძიების პროცესში ვართ, თუკი რაიმე შეუსაბამოდ მოგეჩვენებათ, მოგისმენთ და ვეცდებით, გავითვალისწინოთ 💅❤️“
გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ვაკანსია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა წარუდგინონ კომპანიებმა საკუთარი თავი ხალხს — არა მხოლოდ პოტენციური თანამშრომლებისგან მოითხოვონ რეზიუმეს გაგზავნა, არამედ თავადაც მოყვნენ, ვინ არიან, როგორია ერთი დღე ოფისში და რა შესაძლებლობები აქვთ აქ.