წარმოიდგინეთ თავი შეხვედრაზე, სადაც ახალი იდეა გაჟღერდა. ის მნიშვნელოვნად განსხვავდება თქვენი კომპანიის სტანდარტული პრაქტიკისგან. წარმდგენი კი დარწმუნებულია, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიისთვის, თუმცა მისი ხმა სწრაფად იკარგება საერთო ხმაურში. როგორ გაარკვიოთ, თუ რა დატვირთვა მიანიჭოთ ამ აზრებს? და რაზე მიანიშნებს ეს უთანხმოება იდეის გარშემო?
ბოლოდროინდელ სტატიაში, რომელიც Nature Human Behavior-ში გამოქვეყნდა, საუბარია თუ რატომ არიან ადამიანები წინააღმდეგობაში იდეის ღირებულებებთან. რაც უფრო ახალია იდეა, მით მეტ უთანხმოებას იწვევს მისი ღირებულება.
ხშირად, ადამიანები თავად უთანხმოებას განიხილავენ რისკად. ეს ამცირებს მათ რწმენას იდეის ღირებულების შესახებ და ამცირებს მის მხარდაჭერას. სამწუხაროდ, ეს წარმოადგენს ბარიერს ინოვაციისთვის, რადგან შემოქმედებითი იდეების მიმართ ადამიანები ნაკლებად არიან ღია.
როგორ შეიძლება კრიტერიუმებმა გავლენა მოახდინონ ღირებულების აღქმაზე
წინა კვლევებმა შემოქმედებითობა აღწერეს როგორც „სასარგებლო სიახლე“, სადაც სიახლე განისაზღვრება, როგორც უკვე არსებული შეთავაზებების ან პრაქტიკისგან განსხვავების ხარისხი. რაც უფრო ახალია იდეა, მით რთულია მისი არსებულთან შედარება. აღქმის კონკრეტული კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, თითოეული ადამიანი იძულებული იქნება, შექმნას საკუთარი, უნიკალური ვერსია, გაითვალისწინოს სხვადასხვა ფაქტორი ან პოტენციური სარგებელი. ამან შეიძლება გამოიწვიოს იდეის ღირებულების გარშემო დასკვნების სხვადასხვაობა.