2019 წლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დაარსება წინანდალში ლეგენდარული დირიჟორის, ისრაელის ფილარმონიის ორკესტრის და ხატია ბუნიათიშვილის კონცერტით აღინიშნება. კონცერტამდე ერთი დღით ადრე ფესტივალის ორგანიზატორებმა საატუმრო რედისონში პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყვნენ ასევე ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლები, ბატონი ავი შოშანი და ბატონი მარტინ ენგსტროემი. სწორედ კერძო სექტორის და საქართველოს მთავრობის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია, ის რომ 2019 წლიდან წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურის და განათლების ცენტრად გადაიქცევა. მუსიკალური აკადემიის დააფუძნება ერთ ერთი შემადგენელია იმ დიდი გეგმისა, რომელზეც კომპანის სილქ როუდ ჯგუფი პარტნიორებთან ერთად 10 წელზე მეტია მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში, წინანდლის მამულში 50 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ჩატარდა მუზეუმის და ბაღის რეაბილიტაცია, აღდა ისტორიული ვენახები, აშენდა თანამედროვე ღვინის ქაარხანა, აშენდა 1200 მსმენელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი. 2018 წელს კი მუზეუმის მახლობლად 140 ნომერზე გათვლილი სასტუმრო რადისონი გაიხსნება.
„ეს კეთდება ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისთვის. მე მჯერა, რომ წინანდალი გახდება საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურის და განათლების ცენტრი“, – განაცხადა კომპანია სილქ როუდის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.