in

წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეშვიდე სეზონი წინანდალის ისტორიულ მამულში 4-14 სექტემბერს გაიმართება. ტრადიციულად, წინანდლის ფესტივალი მუსიკის მოყვარულებს პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს, გამოჩენილ დირიჟორებსა და სოლისტებს წარუდგენს.

2025 წლის სეზონს პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის თანხლებით გახსნიან ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა და პიანისტი ბეჰზოდ აბდურაიმოვი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და ცნობილ დირიჟორებთან თანამშრომლობს.

წლევანდელ სოლისტებს შორის არიან პიანისტები ანდრას შიფი, გიორგი გიგაშვილი, ალექსანდრა დოვგანი, ჟულიენ კანტანი, ნიკოლაი ლუგანსკი და ცოტნე ზედგინიძე; მევიოლინეები მარკ ბუშკოვი, მიშელ გუტმანი, დანიელ ლოზაკოვიჩი და იემენ საადი; ვიოლონჩელისტები მიშა მაისკი, ჯინგ ჟაო და პაბლო ფერანდესი; კონტრაბასისტი ბრენდან კეინი და ალტისტი სარა ფერანდესი.

წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონში პირველად მიიღებს მონაწილეობას იერუსალიმის სიმებიანი კვარტეტი, სუხიშვილების ეროვნული ბალეტი კი, ტრადიციულად, წელსაც ესტუმრება ფესტივალს.

წინანდლის ფესტივალის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ფესტივალის რეზიდენტი პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრია, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდანთურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან. დამწყებ მუსიკოსებს საშუალება ეძლევათ, ერთთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისოდ აღიარებულ დირიჟორებთან, სოლისტებთან და უმაღლესი კლასის პედაგოგებთან მუშაობის უნიკალური გამოცდილება მიიღონ.

დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგება პაბლო ფერანდესი და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელსაც დირიჟორი დანიელ ბლენდალფი პირველად უხელმძვანელებს. მალერის პირველი სიმფონიით ფესტივალის მეშვიდე სეზონი საზეიმოდ დაიხურება.

დაარსების დღიდან, წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ მასშტაბური მუსიკალური პროექტის წარმატებასა და საერთაშორისო დონეზე აღიარებაში. 2019 წლიდან, სილქნეტი წინანდლის ისტორიულ მამულში აკავშირებს ახალგაზრდა ტალანტებს, მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებს, კლასიკური მუსიკის შედევრებს, განუმეორებელ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, სტუმარმასპინძლობას და ჯადოსნურ, დაუვიწყარ დღეებს წარუდგენს ფესტივალის სტუმრებს.

წელს, წინანდლის ფესტივალს შემოურთდა მრავალი წლის განმავლობაში სილქნეტის საქმიანი პარტნიორი, სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Huawei, რომელმაც მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია გაიღო ფესტივალის მხარდასაჭერად დაფესტივალის გენერალური პარტნიორი გახდა. განსაკუთრებით სასიხარულო და დასაფასებელია, რომ კორპორაციამ გამოთქვა სურვილი გახდეს ფესტივალის გრძელვადიანი პარტნიორი და ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად, მხარი დაუჭიროს რეგიონში კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენასა და მათ შემოქმედებით ზრდას.

თიბისი კონცეპტი, რომელიც პირველივე წლიდან ღონისძიების გენერალური პარტნიორია, იზიარებს ფესტივალის დამფუძნებლების ხედვას და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუციით ხელს უწყობს ამ გამორჩეული პროექტის წარმატებას.

წელს, წინანდლის ფესტივალის მხარდამჭერთა სიას კვლავ შეურთდა კომპანია კოკაკოლა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში, ქართული მსმენელისთვის საყვარელი მომღერლების, ეკა მამალაძის, ნატალია ქუთათელაძისა და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის კონცერტს წარადგენს.

2025 წლის სეზონს შემოურთდნენ კომპანიები: ვონდერნეტ ექსპრეს ინვესთმენთ გრუფი, მარტივი და მასტერქარდი, მეტროპოლი.

წინდანდლის ფესტივალის თანაორგანიზატორია კომპანია სილქ ჰოსფითალითი, რომელიც პირველივე სეზონიდან მასპინძილობს სტუმრებს.

ფესტივალი მადლიერია ყველა მხარდამჭერისა და სპონსორის, ვინც უკვე 7 წელია შესაძლებელს ხდის ამ მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ჩატარებას

2025 წლის წინანდლის ფესტივალის წარმდგენია: კომპანია სილქნეტი

გენერალური პარტნიორიები: თიბისი კონცეპტი, ჰუავეი

მხარდამჭერები: ლექსუსი, მასტერქარდი, ვონდერნეტ ექსპრეს ინვესთმენთ გრუფი, მარტივი, ვისოლი

სპონსორები: ანაგი ქოლაბი, მეტროპოლი, კოკაკოლა, თურქეთის ავიახაზები, იტალიის საელჩო, სტეინვეი & სანს, ლოქსიტან ჯორჯია

მედია პარტნიორები: ევრონიუს ჯორჯია, ნეიშენალ ჯეოგრაფიკ საქართველო, ბილბორდ ჯორჯია, რადიო ფორტუნა.

[პარტნიორის კონტენტი]

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

„სცენა ჩემთვის ხალხთან ურთიერთობის პლატფორმაა”, – ირაკლი კირკიტაძე