in

წინანდლის მამულმა იტალიელ ლანდშაფტის არქიტექტორს, მარიო ბონიჩელის უმასპინძლა

წინანდლის ისტორიულ მამულში იტალიელი ლანდშაფტის არქიტექტორის, დოქტორი მარიო ბონიჩელის ლექცია გაიმართა  თემაზეისტორიული სივრცე და თანამედროვე ლანდშაფტური ხედვა“.

დოქტორ ბონიჩელიმ დამსწრე საზოგადოებას, გააცნო თავისი გამოცდილება ურბანულ და არაურბანულ სივრცეში ბაღის რეკონსტრუქციასა და თანამედროვე ელემენტების შეტანის შესახებ. ლექციის დროს საუბარი ასევე შეეხო ბერგამოს საერთაშორისო ლანდშაფტის ფესტივალს და სხვა ცნობილი ფესტივალებიდან მიღებულ ახლებურ გადაწყვეტებს.

ღია ლექციავორკშოპი მსგავს თემებზე წინანდლისთვის პირველი არაა. სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულმა ლანდშაფტის არქიტექტორებმა წინანდლის ისტორიულ ბაღში ევროპული ბაღების გამოცდილება ადრეც გააზიარეს.2023-2024 წლებში წინანდლის მამულმა და სილქ ჰოსფითალითის გუნდმა უმასპინძლა ვერსალის ბაღების დირექტორს და საფრანგეთის პეიზაჟის ეროვნული სკოლის დირექტორს, ოლივიე დამეას.

ასევე, გამოჩენილ ბრიტანელ ლანდშაფტის არქიტექტორს, ენდი სტურჯენისს, რომელსაც 35-წლიანი კარიერის განმავლობაში დარგის მრავალი ჯილდო აქვს მიღებული.

მარიო ბონიჩელის ვიზიტის ფარგლებში მოხდა წინანდლის მამულის დათვალიერება და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების გაცნობა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ თავის დროზე სწორედ იტალიელ ლანდშაფტის არქიტექტორებს დაუკვეთა თავის მამულში ბაღის გაშენება. სილქ როუდ ჯგუფი 2008 წლიდან ზრუნავს წინანდლის მამულის კეთილმოწყობაზე და დღესაც, ისევე როგორც მრავალი წლის წინ, წინანდლის ბაღში მისულ სტუმრებს მომაჯადოებელ გარემოს ახვდრებს

დამატებითი ინფორმაცია დოქტორი მარიო ბონიჩელის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე.

[R]

Wikipedia-ს რედაქტორებს AI დაეხმარება

FC Barcelona-მ მაისური, ტრევის სკოტთან ერთად, გამოუშვა — ექსკლუზიური კოლექცია ელ კლასიკოსთვის