წინანდლის მამული, SOLO და Mastercard-ის მხარდაჭერით და „ტოიოტა ცენტრ თეგეტასთან“ პარტნიორობით მარტის თვის ფარგლებში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ ქალთა კვირეულს გამართავს.
თვის განმავლობაში სასტუმროს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას 1+1 შეთავაზებით და ამავდროულად დაესწრონ მრავალფეროვან კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს მეგობრებთან და ძვირფას ადამიანებთან ერთად.
სტუმრებს საინტერესო საუბრები ელოდებათ ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილთან, ფსიქოლოგ მარინა კაჭარავასთან, ასევე შეძლებენ დაესწრონ ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის წიგნის „რუსთავის დღეები“ პრეზენტაციას. წიგნშნი წარმოდგენილია ო.იოსელიანის რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის ბრძმედის საამქროში მუშაობის პერიოდში გაკეთებული ჩანაწერები, რის საფუძველზეც მოგვიანებით შეიქმნა დოკუმენტური ფილმი „თუჯი“.
წინანდლის მამულის Pre-function სივრცეში გაიმართება სპეციალური ვახშამი, რომლის კონცეფციაც შეიქმნა სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფის – ირაკლი ასათიანის მიერ. თითოეული კერძი მომზადდება მისი და სასტუმროს შეფ-მზარეულების საოჯახო, ტრადიციული რეცეპტებით. ვახშამზე მუსიკალური ნაწილი მთლიანად ინოლა გურგულიას შემოქმედებას მიეძღვნება (ია და დავით შუღლიაშვილებისა და თამარ თოლორდავას შესრულებით).
დამატებით, წინანდლის მამული უმასპინძლებს პირველად ქალთა პადელს, იოგის სესიას ნიდინთან ერთად, ამელის ყვავილების ვორქშოპს, White Studio-ს კერამიკის მასტერკლასს და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ყველის და წინანდლის მამულის ღვინოების დეგუსტაციას.
სასტუმროს ჯავშანთან დაკავშირებით, დაუკავშირდით სილქ ჰოსფითალითის კონტაქტცენტრს ტელეფონის ნომერზე: 032 2402 222 ან მეილის მისამართზე: [email protected]
[R]