in

როგორ ხვდება წინანდლის მამული ახალ 2026 წელს

რამდენიმე წელია, წინანდლის მამულის სასტუმროში, „რადისონ ქოლექშენში“, ახალი წლის აღნიშვნა ყველასათვის ჯადოსნურ ამბად იქცა. ყოველი წელი ერთმანეთისგან გამორჩეული და დასამახსოვრებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტუმრები ოჯახთან და ძვირფას ადამიანებთან ერთად იკრიბებიან.

დღესასწაული დაწყებულია. ისტორიული ბაღი 30 ნოემბერს 120,000 ნათურით განათდა. შთამბეჭდავი სანახაობა სასტუმროს თითოეულ დეტალში იგრძნობა – ინტერიერით დაწყებული და სპეციალურად შერჩეული საახალწლო  მენიუთი დამთავრებული, რომელიც სილქ ჰოსფითალითის ბრენდშეფმა, ირაკლი ასათიანმა შექმნა.

ახალ, 2026 წელს, სტუმრები განსაკუთრებული განწყობით შეხვდებიან. 31 დეკემბერს, 22:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ქოლექშენის Ballroom-ში, ანსამბლ ალილოსა და დავით მაზანაშვილის ბენდის პერფორმანსი გაიმართება. შემდგომ კი საღამოს DJ გააგრძელებს.

სილქ ჰოსფითალითის გუნდმა, როგორც ყოველთვის, მშობლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე წინასწარ იზრუნა და სასტუმროს Lounge-ში საბავშვო სივრცე შექმნა, სადაც პატარებს ანიმატორები გაართობენ. ეს კონკრეტული სივრცე 31 დეკემბერს, 15:00-დან 21:00 საათამდე, ხოლო 1 იანვარს, 12:00-დან 18:00 საათამდე იქნება ღია.

საახალწლო დღესასწაული აქ არ მთავრდება. 1 იანვარს სტუმრებს გიგი პიანოს აკომპანიმენტის ფონზე ბრანჩი ელოდება. საღამოს კი Library Bar-ში მწვანე ოთახი და DJ Vako წარდგებიან. ასევე, 2 იანვარს დაგეგმილია საღამო ფორტეპიანოს თანხლებით. შობას, 7 იანვარს, თქვენს განწყობაზე ნოდარიკო ხუციშვილი ბენდთან ერთად იზრუნებს.

წინანდლის მამულის ახალი, 2026 წლის წარმდგენია თიბისი კონცეპტი და Visa.

სასტუმროს და რესტორნების დასაჯავშნად: +995 32 2 402 222 welcome@silkhospitality.com

[პარტნიორის კონტენტი]

ვრცელი სტატია თუ მოკლე პოსტი? – როგორ უყურებს AI თქვენ მიერ შექმნილ კონტენტს

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45,000 ლარამდე გაცემული პრიზები