in

ჯადოსნური ახალი წელი წინანდლის მამულში – რა გელოდებათ?

31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში” გრანდიოზული საახალწლო შოუ გაიმართება. მათთვის, ვისაც ეს დღესასწაული ნამდვილად ჯადოსნურ გარემოში სურს, აღნიშნოს, წინანდალი მშვენიერი ლოკაცია იქნება. კომპანიის გუნდმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ თითოეულ სტუმარს აქ გატარებული ახალი წელი არასოდეს დაავიწყდეს.

თუ რა გამოცდილებას გპირდებათ წინანდლის ისტორიული მამული საახალწლო დღეებში, „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ მენეჯერი, მარიამ ექსეულიძე გვიამბობს.

M: როგორი იქნება წელს წინანდლის მამულში ახალი წლის დღეები და რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ სტუმრებს?

31 დეკემბერს და 1 იანვარს წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ ისე როგორც არასდროს, განსაკუთრებულ საახალწლო ღონისძიებებს ვუმასპინძლებთ. ცნობილ იტალიურ ივენთ სააგენტო NuArt Events-თან თანამშრომლობით, გაიმართება საახალწლო შოუ – განსაკუთრებული მუსიკალური, თეატრალიზებული და ინტერაქციული ღონისძიება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარი შოუ და სანახაობა საქართველოში და რეგიონის მასშტაბით არ ჩატარებულა და მიხარია, რომ სწორედ რადისონ ქოლექშენში ეძლევა ქართულ აუდიტორიას მსგავსი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

M: საიდან დაიბადა იდეა NuArt Events-თან დაკავშირებით და რატომ შეაჩერეთ მათზე არჩევანი?

წინანდლის მამულში ყოველი ახალი წელი ჯადოსნურია. ახალი წლის ღონისძიების ჩავლისთანავე ვიწყებთ ფიქრს, მომავალ წელს რა შეიძლება, რომ კიდევ უფრო განსაკუთრებელი დავახვედროთ ჩვენს ერთგულ თუ ახალ სტუმრებს.

NuArt Event-ს მსოფლიო მასშტაბით იცნობენ. ეს არის წამყვანი სააგენტო შოუებისა და ღონისძიებების მიმართულებით. არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიება გაუმართავთ კომოს ტბაზე „Villa D’este”-ში, ლოს ანჯელესის ცნობილ ბევერლი ჰილსის სასტუმროში, ვენეციის „Belmond Hotel Cipriani”-ში და ა.შ. მე პირადად კომოს ტბაზე „Villa Erba”-ში ვიმყოფებოდი მათ ერთ-ერთ ღონისძიებაზე და საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი…

M: მოგვიყევით 31 დეკემბრის და 1 იანვრის შესახებ: რა პროგრამა დახვდებათ სასტუმროს სტუმრებს და ვინ უმასპინძლებს 31-ის ვახშამს?

31 დეკემბერს გაიმართება მუსიკალური შოუ, კოსტიუმირებული პერფორმანსი და საჰაერო წარმოდგენა NuArt-ის საერთაშორისო მოცეკვავეების, მომღერლებისა და მსახიობების მონაწილეობით. გალა ვახშამს სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფი, ირაკლი ასათიანი უმასპინძლებს, რომელიც სტუმრებს სპეციალურ საავტორო საახალწლო მენიუს წარუდგენს. ახალი წელი საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ გვექნება გათამაშებებიც, სადაც განსაკუთრებული საჩუქრებით დავაჯილდოებთ გამარჯვებულებს. საღამოს გააგრძელებს DJ.

ახალი, 2024 წლის დილას ისევ ამაღლებულ ნოტზე დავიწყებთ – გაიმართება საახალწლო ბრანჩი გიგი პიანომენის აკომპანირებით, ბავშვებისთვის გვექნება გასართობი პროგრამა და საახალწლო მარში წინანდლის საახალწლოდ განათებულ ბაღში. საღამოს კი „Library” ბარში გადავინაცვლებთ, სადაც იქნება დიდი მხიარულება ნოდარიკო ხუციშვილის და ბენდის მუსიკალური გაფორმებით.

M: ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელსაც თავისი დამახასიათებელი აქსესუარები და მორთულობები გამოარჩევს და რომლებიც ქმნის კიდევ უფრო სასიამოვნო გარემოს. რა სიურპრიზები დახვდებათ სტუმრებს წინანდლის მამულის ისტორიულ ბაღში?

2 დეკემბერს წინანდლის მამულის ისტორიული ბაღი პირველად საახალწლოდ განათდა 120 000 ნათურით. ამგვარად, ჩვენთან უკვე დაწყებულია დიდი დღესასწაული, ეს ჯადოსნური გარემო წინანდლის მამულში თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. ეს როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვისაც შთამბეჭდავი სანახაობაა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების წარმდეგინია თიბისი კონცეპტი და ვიზა. მათი მომხმარებლები განსაკუთრებული პორობებით სარგებლობენ როგორც ახალი წლის ღონისძიებაზე, ისე მთელი იანვრის განმავლობაშიც.

[R]

საძიებო სისტემის ერთი წელი — Google-მა 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

VR Holding და Paragraph ახალ დეველოპერულ პროექტზე მუშაობენ