in

წინანდლის მამულის ღვინოების დებიუტი ნიუ-იორკში

ამერიკაში, ნიუ-იორკის რესტორანში, AVRA Madison გამართულ ვახშამზე წინანდლის მამულის ღვინოების ოფიციალური დებიუტი შედგა. ღონისძიებას  მასპინძლობდნენ კომპანია „წინანდლის მამული”, ექსკლუზიური ალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაციის პლატფორმა Haute Wine Society და ჟურნალი Haute Living. ვახშამს ესწრებოდნენ ცნობილი ადამიანები და ამერიკელი ღვინის კოლექციონერები, მათ შორის, ნიუ-იორკის მერი ერიკ ადამსი, ცნობილი შეფმზარეული ტოდ ინგლიში, ჟურნალ Time-ის რედაქტორი მოლი ბოლი, Fox Business-ის თანაწამყვანი შერილ კასონი, ცნობილი ამერიკელი მევიოლინეები ჯოშუა ბელი და ფილიპ ქუინთი,  წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი და მრავალი სხვა. წინანდლის ღვინოების გარდა, ვახშამი გამოირჩეოდა ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობით და ტრადიციული ქართული სადღეგრძელოებით.

Chef Todd English, George Ramishvili

წინანდლის მამულის თანადამფუძნებლებმა, გიორგი რამიშვილმა და ერკინ ტატიშევმა, ისევე, როგორც კომპანიის სხვა წარმომადგენლებმა, ისაუბრეს მამულის უნიკალურ ისტორიაზე, გამორჩეულ ღვინოებზე და ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციებზე.

April Donelson, Mayor Adams, Cheryl Casone, and Chef Todd English
Giorgi Rtskhiladze, George Ramishvili, Chef Todd English, April Donelson, Tanya Abayan, and Michael Arguello

„ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად აღვნიშნეთ წინანდლის ღვინოების ოფიციალური ჩამოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ღვინოები წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკში. მადლობელი ვართ, რომ გვესტუმრა ნიუ-იორკის მერი ბატონი ერიკ ადამსი და სხვა არაჩვეულებრივი ადამიანები. წარმოუდგენელია უკეთესი გარემო და უკეთესი სტუმრები ჩვენი ღვინოების ნიუ-იორკში წარსადგენად“, – აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

Tsinandali Estate wines

წინანდლის მამულის ღვინოების გაყიდვის დაწყება მიმდინარე წლის დეკემბრიდან ყველაზე პრესტიჟულ ღვინის მაღაზიებსა და ნიუ-იორკის ყველაზე რეიტინგულ რესტორნებში იგეგმება.

Michael Arguello, Tanya Abayan, and Chef Todd English
Chef Todd English, Mayor Adams, and Giorgi Rtskhiladze
April Donelson and Cheryl Casone
Mayor Adams
Cheryl Casone, Dr. Nicholas Morrissey, Tanya Abayan, April Donelson, Chef Todd English, and guest
April Donelson, Mayor Adams, and George Ramishvili
Tanya Abayan, April Donelson, Dr. Nicholas Morrissey, Chef Todd English, Cheryl Casone, guest, Greg Lettieri
Joshua Bell, Philippe Quint, and guests
April Irene Donelson, George Ramishvili, Perri Dash, and guests
Michael Arguello and Tristan Govignon
Tsinandali Estate Chacha
April Donelson and Chef Todd English
Avra Estiatorio
Chef Todd English, Mayor Adams, and Giorgi Rtskhiladze
Avra Estiatorio
Atmosphere at Avra Estiatorio
Giorgi Rtskhiladze gives a toast at Avra Estiatorio

[პარტნიორის კონტენტი]

არგაჩერება პროფესიულ გზაზე — ანანო ჩხიკვიშვილის 8 წელი საქართველოს ბანკში 

AI ასისტენტების როლი მომხმარებლის უკეთესი გამოცდილებისთვის