in

ციფრული ხელოვნების სერია მომავლის სამყაროზე — “What if?”

ნამუშევრები Six N. Five-ს ეკუთვნის

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ერთხელაც კაცობრიობა განვითარების ზღვარს მიაღწევს და სრულიად ახლებურ სამყაროს მივიღებთ… Six N. Five-ს ციფრული ხელოვნების უახლესი სერიის მთავარ თემასაც ეს წარმოადგენს — “What if?”

BOG
BOG

წარმოსახვა ადამიანის უნიკალური უნარია. მისი მეშვეობით, ვიზუალურად წარმოვიდგენთ შეუზღუდავ შესაძლებლობებს, თუნდაც, “რა იქნებოდა, თუ?”… ხელოვანები ამ უნარს განსაკუთრებით საინტერესოდ იყენებენ და საკუთარ წარმოდგენებს სხვებსაც უზიარებენ.

Six N. Five-მა ნამუშევრების სერია სამ მოქმედებად დაყო. პირველი მოქმედება: “მოგზაურობა, დასვენება, ვახშამი”. ეს სიმბოლურად გამოხატავს კოსმოსური სივრცის მეტად ათვისების იმედს და ამავდროულად, დედამიწისეული რეალობის თან წაღებას.

მეორე მოქმედებას ჰქვია “დასახლებები” და სამი ვიზუალური ეფექტისგან შედგება: სამყაროს დასასრული, საზაფხულო სახლი და სადესანტო ზონა. ის გამოხატავს ჩვენს თავისუფლებას, ვიოცნებოთ და წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ჩვენი შორეული სახლები.

ბოლო, მესამე მოქმედებაა “შეხვედრა” და ვიზუალურად საუბრობს გარკვეულ გრძნობებზე. მასში შემავალ კომპოზიციებს ჰქვია: “მომწონხარ”, “მომენატრე” და “მიმართულებას მაძლევ”. ეს არის ობიექტებით წარმოდგენილი ვალსი — სიჩუმეში შესრულებული ცეკვა.

იცოდით, რომ ცხოველებიც იცინიან?

ვუპერის რეკლამა, ვუპერის გარეშე – Burger King-ის კამპანია