in

„წისქვილი ქეითერინგი“, ანუ ფურშეტი ქართულად და ევროპულად

პრეზენტაციების, ტრეინინგების, კონფერენციების, სხვადასხვა წვეულებისა თუ ქორწილების ორგანიზება – ქეითერინგის, ანუ ფურშეტების მოწყობის სერვისის გარეშე უკვე წარმოუდგენელია და ამიტომაც, ეს ბიზნესი, ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც აქტუალურია. 2002 წელს დაფუძნებულმა რესტორნების ქსელმა, „წისქვილი ჯგუფი“, ქეითერინგის მიმართ მზარდი ინტერესისა და მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინებით, გადაწყვიტა, ბაზრისთვის „წისქვილი ქეითერინგის“ მომსახურება შეეთავაზებინა… „ამით კი, კლიენტებისთვის შესაძლებლობა მიგვეცა, რომ სასურველ სივრცეში ესარგებლათ ჩვენი, უკვე ტრადიციად ქცეული ხარისხიანი მომსახურებით“, – დავით წივწივაძე, „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი.  

bog
bog-mob

ქეითერინგი მომსახურების სრული პაკეტია, რომელიც ფურშეტისათვის საჭირო აღჭურვილობას, ადგილზე მიტანის სერვისსა და ღონისძიების მომსახურე პერსონალით უზრუნველყოფას, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებით, სხვა შეთავაზებებსაც ითვალისწინებს.

ქეითერინგში თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც კერძების ხარისხი და  გემოვნური თვისებები, ასევე კერძების პრეზენტაბელურობა, მომსახურე პერსონალის კვალიფიკაცია… თითოეული დეტალის ვიზუალი – რეალურად, ღონისძიების წარმატებით ორგანიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, – დავით წივწივაძე.

M: ბატონო დავით, რა გამოცდილების მქონე ადამიანებით დაკომპლექტდა  „წისქვილი ქეითერინგი“ და რა პრობლემას ჭრის თქვენი ახალი მიმართულება მომსახურების სფეროში?
წისქვილი ქეითერინგი“ ბრენდისთვის ახალი მიმართულებაა, რომელსაც გუნდში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, კვალიფიციური ადამიანები ჰყავს. სწორედ მათი დახმარებით შევძელით, განსხვავებული და მრავალფეროვანი მენიუ შეგვექმნა. თუმცა, მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარე, მენიუ ცვალებადია. გვინდა, დამკვეთს სწორედ ის შევთავაზოთ, რაც ჩაფიქრებული აქვს. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ინდივიდუალურად, ნებისმიერ სურვილს მოვერგოთ.M: კონკრეტულად, როგორ აპირებთ კონკურენტული უპირატესობის წარმოჩენას?
ქეითერინგის კერძები, ძირითადად, ევროპულ სამზარეულოსთან ასოცირდება, „წისქვილი ქეითერინგი“ კი მომხმარებლებს, სტანდარტული კერძების გარდა, ქართული ტრადიციული კერძების მინივერსიებსაც შესთავაზებს. ვფიქრობთ, ამ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებისგან სწორედ ეს გამოგვარჩევს. 
M: როგორ განსაზღვრეთ „წისქვილი ქეითერინგის“ სეგმენტი და ღონისძიების კერძებით უზრუნველყოფის გარდა, რას ითვალისწინებს თქვენი მომსახურება?
ჩვენი დამკვეთები, ძირითადად, საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები, ასევე, ივენთ კომპანიები არიან. კერძებით უზრუნველყოფის გარდა, კლიენტებს, ინდივიდუალურად, ღონისძიების ფორმატის მიხედვით შექმნილი დიზაინით შეგვიძლია წარვუდგინოთ მომსახურება: ღონისძიების კონცეფციის შესაბამისად ჩაცმული პერსონალი, ქეითერინგის სივრცის მოწყობა და ა.შ. ასევე, სურვილის შემთხვევაში, მუსიკალური გაფორმება.M: რაც შეეხება ურთიერთობის ფორმას დამკვეთთან… რა ეტაპების გავლა გიწევთ ღონისძიების დაგეგმვიდან – განხორციელებამდე?
თითოეულ კლიენტს ინდივიდუალური, განსხვავებული ინტერესები და მიზანი აქვს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სწორად მოვერგოთ მათ სურვილებს, რაშიც ჩვენი ქეითერინგის მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან საღლიანი მონაწილეობას პირადად იღებს.  

ლევანი აქტიურადაა ჩართული თითოეულ დამკვეთთან კომუნიკაციაში და დეტალურად ფლობს ყველა წვრილმან ინფორმაციასაც კი, რაც გულისხმობს ღონისძიების კონცეფციის მიხედვით ინფრასტრუქტურის მოწყობას, მენიუს შერჩევას, დამკვეთის განსაზღვრული ბიუჯეტის მიხედვით მაქსიმალურად სრულყოფილი მენიუს შედგენას. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, „წისქვილის“ მთელი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას ღონისძიების წარმატებით ჩატარებაზე.

M: როგორ წარმოგიდგენიათ „წისქვილი ქეითერინგი“ გრძელვადიან პერსპექტივაში?
ჩვენი გამოწვევაა, „წისქვილი ქეითერინგი“ ჩამოყალიბდეს ისეთივე წარმატებულ ბრენდად, როგორიც თავად „წისქვილია“, რომელიც უძლებს დროს და არ კარგავს ხარისხს.

[R]

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ლიდერ ქალებს მსოფლიოდან, მათ შორის, ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა

სოციალურ პრობლემებზე შექმნილი “წითელი და შავი” ილუსტრაციები