ტურისტულ სეზონზე მცხეთას არაერთი ტურისტი სტუმრობს. ჩვენც ხშირად, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, გვჭირდება მშვიდ და სასიამოვნო გარემოში განტვირთვა. ქალაქგარეთ, თბილისიდან ზუსტად 10 წუთის სავალში, დაგხვდებათ „წისქვილი ჯგუფის“ ახალი რესტორანი, „წისქვილი მცხეთაში“, რომელმაც, თავისი ინფრასტრუქტურით, მშვენივრად მოირგო ადგილი უძველეს ქალაქში. რესტორანი პირველი ივლისიდან უკვე ემსახურება მომხმარებელს და ქართული სტუმარ-მასპინძლობის არაჩვეულებრივ გამოცდილებას უზიარებს.
ქალაქის გულიდან, სვეტიცხოვლიდან, ბევრი სიარული არ მოგიწევთ – „წისქვილი მცხეთაში” სვეტიცხოველთან ახლოს, ქვაფენილი გზის დასაწყისში მდებარეობს. აქ დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, მაღალი დონის მომსახურება და, რაღა თქმა უნდა, მრავალფეროვანი ქართული კერძების მენიუ.
ეს კომპლექსი მომხმარებელს დროში ამოგზაურებს. აქ, მთავარი სარესტორნო დარბაზის გარდა, იხილავთ ტერასებად მოწყობილ რამდენიმე განსხვავებულ სივრცეს. ერთ-ერთია ღვინის მარანი, რომელსაც ძველებური იერსახე აქვს და ღვინის კულტურის ისტორიას აცოცხლებს. მარანში გაეცნობით საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული ქვევრის ტრადიციასა და წინაპრების ღირებულებებს. აქვე შეგეძლებათ უნიკალური ღვინოების დაგემოვნება რესტორნის საკოლექციო საცავიდან.
თუმცა მოგზაურობა ამით არ სრულდება…
მცხეთაში ნამდვილი მეგრული ოდაც დაგხვდებათ. აქვეა გრილიც, სადაც „წისქვილის” შეფმზარეული თქვენ თვალწინ მადისაღმძვრელ და განსხვავებულ კერძებს მოგიმზადებთ.
სარესტორნო კომპლექსი იმ ადამიანების გემოვნებასაც ითვალისწინებს, ვისაც ღია ტერასები, ბარი, გამაგრილებელი სასმელები, ცეკვა და გასართობი შოუ-პროგრამები იტაცებს. თუ ამ ყველაფრის მოყვარული ბრძანდებით, შორს წასვლა არ მოგიწევთ, მცხეთის წისქვილში ასეთი ტიპის შთამბეჭდავი სივრცეც გელოდებათ. მეტიც – ეს არის ადგილი, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები მტკვარზე, მთებსა და ჯვრის მონასტერზე, რაც მეტად სრულყოფილს ხდის პეიზაჟს და თქვენს გამოცდილებას „წისქვილში”.
რადგან პეიზაჟები ვახსენეთ, დაგვეთანხმებით, რომ მდინარე მტკვარზე ნავით გასეირნება და მცხეთის ხედების დათვალიერება, თქვენს სტუმრობას კიდევ უფრო დაუვიწყარ მოგონებად აქცევს, ამიტომ „წისქვილი” ამ სერვისსაც შემოგთავაზებთ.
ამასთან გეტყვით, რომ „წისქვილი ჯგუფმა” ახალ რესტორანში 100 ადამიანი დაასაქმა. მეტი კომფორტისთვის მომხმარებლებს „მცხეთის წისქვილიდან” საკვების გამოძახების სერვისით სარგებლობაც შეეძლებათ. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს სიახლეების სრული სია არ არის და ახლო მომავალში კიდევ იგეგმება სასიამოვნო ამბები.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ „წისქვილი ჯგუფი” 2002 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და აგერ უკვე 20 წელია, სტუმრებს გამორჩეულ გარემოს, გემრიელ კერძებსა და კარგ მომსახურებას სთავაზობს. ეთნოსტილში გადაწყვეტილი ინტერიერ-ექსტერიერი შესაბამისობაში მოდის ქართულ ტრადიციულ კერძებთან, რომელსაც რესტორანი გვთავაზობს. კომპანია მუდმივად ავითარებს ქსელს და დღეს უკვე 6 დიდი სარესტორნო კომპლექსით არის წარმოდგენილი. მისი ისტორია 3 მილიონამდე ქართველი და უცხოელი სტუმრის მომსახურებას ითვლის. ახლა კი უკვე ყოფილ სატახტო ქალაქშიც განაგრძობს ნამდვილი ქართულის საუკეთესოდ წარმოჩენას.
[R]