in

შესაძლოა, წითელი ღორის ნახატი მსოფლიოს უძველეს ამბავს ჰყვებოდეს!

მრავალი წლის წინ იმ ადგილზე, რომელიც დღეს ინდონეზიის სულავესის კუნძულის სახელითაა ცნობილი, გამოქვაბულის კედლებზე პიგმენტს მიაგნეს და ღორებისა თუ ადამიანების გამოსახულებები ამოტვიფრეს. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით კი, მეცნიერებმა მათი გაანალიზება შეძლეს და ჩვენთვის იმის თქმაც, რომ აღნიშნული გამოსახულება ისტორიაში ყველაზე ძველ ხატოვან თუ ნარატიულ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. მინიმუმ 51 200 წლით თარიღდება, რითაც რეკორდსმენზე ათასობით წლით ძველია.

M2
M2

ეს ნარატიული კომპოზიცია, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანის მსგავსი ქმნილებები ღორებთან ურთიერთობდნენ, ახლა მსოფლიოში ხელოვნებისა და ვიზუალური სთორითელინგისთვის ყველაზე ადრეულ ნიმუშს წარმოადგენს. ჩვენი მიგნებები აჩვენებს, რომ ანთროპომორფული ფიგურებისა და ცხოველების ფიგურულ გამოსახულებებს ჰომო საპიენსის შექმნის ისტორიაში იმაზე დიდი წვლილი მიუძღვის, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ, — აცხადებს არქეოლოგთა ჯგუფი.

თუმცა თავად ეს ადგილი არქეოლოგებისთვის კარგად ცნობილი იყო თავისი მდიდრული ხელოვნებით. ჯერ კიდევ 2019 წელს აღმოაჩინეს გამოქვაბული Leang Bulu’ Sipong 4, რომელშიც ადამიანის მსგავსი ქმნილებები ცხოველებთან ერთადაა ასახული და 43 900 წლით თარიღდება. იმ დროს ეს გამოქვაბულის უძველეს ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა, რომელშიც ნარატივი იკითხებოდა. თუმცა ორი წლის შემდეგ კიდევ მიაგნეს ღორის გამოსახულებას, რომელიც უკვე 45 500 წლით თარიღდება.

ხოლო იმ კვლევისას, რომელზეც ზემოთ გითხარით, სრულიად ახალი დათარიღების მეთოდი გამოიყენეს და აღმოაჩინეს, რომ Leang Bulu’ Sipong 4 იმაზე უფრო ძველი იყო, ვიდრე ფიქრობდნენ. სადღაც 48 000 წლის, თუმცა აქვე გადააწყდნენ Leang Karampuang-ის გამოქვაბულს, რომელიც მასზე კიდევ უფრო ძველი უნდა ყოფილიყო. თანამედროვე ტექნიკების გამოყენებით, ნახატს ზედა საფარი მოაშორეს, რათა უკეთ შეესწავლათ მკრთალად დახატული წითელი პიგმენტის მქონე 3 ადამიანის ფიგურა, რომლებიც ღორთან ურთიერთობდნენ. შედეგად კი გვეუბნებიან, რომ როგორც ადამიანის მსგავსი ქმნილების, ისე ცხოველის ფიგურების ყველაზე ძველი მაგალითია, რომელიც რაღაც ამბავს ჰყვება და დეტალებსაც გვაჩვენებს.

საინტერესოა ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ნახატი, მსგავსი ბევრი და ძველი გამოსახულებაც აღმოაჩინეს სულავესის გამოქვაბულის კედლებზე, რაც მათ მიანიშნებთ, რომ რეგიონი ჰომო საპიენსის კულტურული ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია — ეს გვეუბნება, რომ სთორითელინგის მდიდარი კულტურა ჰომო საპიენსის ისტორიის ადრეულ პერიოდში განვითარდა.

აი, თავად წითელი ღორი კი, ყველაზე მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს ადამიანის ისტორიაში…

როგორ იქმნება გრძელვადიანი მეხსიერება?

Heineken-მა ბოთლები აქსესუარებად გადააქცია