in

წითელი ჯვარი სისხლის დონორთა დეფიციტის აღმოსაფხვრელად ახალ კამპანიას იწყებს

სისხლის დონორთა დეფიციტი კი საყოველთაო პრობლემაა, მაგრამ ბოლო ათწლეულებში ამერიკაში განსაკუთრებით რთული ვითარებაა. უკეთ რომ შეგექმნათ წარმოდგენა, გეტყვით, რომ დონორთა მსურველებს შორის 40%-იანი ვარდნა შეინიშნება, არადა ყოველ 2 წამში ვიღაცას სისხლის გადასხმა ესაჭიროება… სწორედ ამის საპასუხოდ, ახლა ამერიკის წითელი ჯვრის ორგანიზაციამ ახალი კამპანიის წამოწყება გადაწყვიტა. ჩვენ აქ ორ What’s Your Type?-ისა და Growing Up-ის შესახებ მოგიყვებით. 

BOG

ორგანიზაციის თქმით, დღეს არსებულ დონორთა რაოდენობა ბოლო ათწლეულებში ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს. ამის პარარელურად კი ამერიკაში, როგორც უკვე გითხარით, ყოველ ორ წამში ვიღაცას სისხლის გადასხმა ესაჭიროება, იქნება ეს მშობიარობის გართულებების, ტრავმის, კიბოს მკურნალობისა თუ სხვა ქირურგიული ჩარევების გამო. 

What’s Your Type?-ით სისხლის ჯგუფებზე საკმაოდ მხიარული ტონით საუბრობენ მანამ, სანამ დრამატული შემთხვევა ყველაფერს არ შეცვლის და საავადმყოფოს კედლებში არ მოგვაქცევს. ეს უეცარი გადასვლა იმ მნიშვნელოვან როლზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც სისხლის ყველა ტიპი თამაშობს სიცოცხლის გადარჩენაში. 

თუმცა თუ ასე ფართო საზოგადოებას მიმართეს, მეორე ვიდეოს სამიზნე სეგმენტი მხოლოდ ესპანელი საზოგადოებაა. ქვეყანა, რომელშიც, წითელი ჯვრის მონაცემების თანახმად, ყველაზე მაღალია მშობიარობის შემდგომი გართულებების მაჩვენებელი. ამიტომ, ქვემოთ ძალიან ემოციურ ფილმს ნახავთ, Growing Up დედისა და შვილის ამბავს გვიყვება ორი მნიშვნელოვანი მომენტის საშუალებით: 

წითელი ჯვრის კამპანიაზე BBDO New York-მა იმუშავა.

ნახეთ: ნემსის ყუნწში შექმნილი ნამუშევრები

როგორ ვითხოვოთ დახმარება ისე, რომ ცუდად არ გამოვჩნდეთ