ადრეულ სამყაროში ასტრონომებმა აღმოაჩინეს ის, რასაც ახლა წითელი მონსტრების სახელით გვაცნობენ — სამი დიდი გალაქტიკა, რომლებიც თითქმის ირმის ნახტომის ხელაა. ეს რამდენიმე მიზეზის გამოა საოცარი აღმოჩენა, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წარმოშობს გალაქტიკების წარმოშობის შესახებ ჩვენს ცოდნასა და იმ დროს შორის, როცა დრო და სივრცე ახალშობილ გალაქტიკებს გვთავაზობდა.
„დიდი აფეთქებიდან მალევე წარმოუდგენლად მასიური გალაქტიკების არსებობა მას შემდეგ გახდა ასტრონომების საფიქრალი, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი სურათები მიიღეს. ეს 100-კილოიანი ბავშვის პოვნას ჰგავს, JWST-მ კი უკვე დაადასტურა, რომ ადრეულ სამყაროში მონსტრები ბინადრობდნენ“, — აცხადებს ივო ლაბე, ასტრონომი.
მრავალი ანალიზისა და დაკვირვების შედეგად, საკმაოდ კარგი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ როგორ ვითარდება კოსმოსში პროცესები, თუმცა ადრეული სამყაროს ამბები, რაც დიდი აფეთქებიდან პირველ მილიარდ წელში მოხდა, კვლავ საიდუმლოებებითაა მოცული მეცნიერებისთვის…
ხოლო ამ უზარმაზარი გალაქტიკის არსებობას შემდეგნაირად ხსნიან — ფიქრობენ, რომ არც ისე დიდია სინამდვილეში, როგორც გამოიყურება. უბრალოდ ცენტრალური შავი ხველის ირგვლივ არსებული სინათლე ძალიან კაშკაშებს და ასე უფრო დიდსაც აჩენს. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ სულ მცირე ზოგიერთ შემთხვევაში, მასიურ გალაქტიკას იმიტომ ვხედავთ, რომ იგი რეალურადაც მასიურია.
„ამჟამინდელი მოდელებით ვერ ავხსნით, რამდენად შესაძლებელია ვარსკვლავების ფორმირების პროცესი ამდენად ეფექტური იყოს ადრეულ სამყაროში. ჩვეულებრივი ვარაუდით, ფეთქებადი ვარსკვლავები და სუპერმასიური შავი ხვრელები ვარსკვლავების ფორმირებას ახშობს… თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ ვების დაკვირვებები უფრო მეტ სამხილს გაგვაცნობს იმის შესახებ, რაც ახლა ამ ფაზლს აკლია“, — განმარტავს ლაბე.