in

ყველაზე წუნია კაცის ამბავი! – ქართულ ბაზარზე ძალიან ახალი ცოცხალი ლუდი “ცივ-ცივი” გამოჩნდა

ძალიან ახალი ცოცხალი ლუდი [სხვა საბა] – სულ ცინცხალი, ახლადჩამოსხმული ლუდი.

„ზედაზენის“ ახალი, უფრო სწორად, „ძალიან ახალი“ ლუდი „ცივ-ცივი“ ქართულ ბაზარზე ხმაურიანად შემოიჭრა – ყველაზე დიდი სკეპტიკოსების, ლუდის ეჭვის თვალით მომზირალი მოყვარულების ფიქრების გასართველად. ჩანაფიქრის თანახმად, ეს არის მეგობრული ბრენდი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გაუწევს მეგზურობას ლუდის ცივ-ცივ სამყაროში. ჩამოსასხმელი ლუდისთვის „ზედაზენმა“ სპეციალურად გამოყო გაყიდვების პუნქტები, რათა ლუდის მოყვარულებმა სასმლისა და მისაყოლებელი პროდუქტების ერთიანად შეძენა და თან წაღება შეძლონ. სპეციალურად, „ცივ-ცივის“ ბრენდისთვის, სააგენტო Leavingstone-მა შექმნა სტრატეგია, ბრენდინგი და საკომუნიკაციო კამპანია. უკვე გავრცელდა პირველი ვიდეორგოლიც.

კონცეფციაზე მუშაობისას, სააგენტოს დავალება იყო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელსაც ლუდის ნებისმიერი მოყვარული თავისიანად მიიღებდა და მეგობრულ განწყობას შექმნიდა.

შალვა ჩოჩელი, „ზედაზენის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი: „ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ჩამოსასხმელი ლუდის ბრენდი და ამ მიმართულებით გაგვეძლიერებინა პოზიციები ბაზარზე. ეს უნდა ყოფილიყო ე.წ. ცოცხალი ლუდი, რომელიც დიდ რეზონანსს გამოიწვევდა ლუდის ქართულ ბაზარზე. ბრენდი სრულიად ნულიდან შეიქმნა, სააგენტოსთან ერთად. ერთობლივად შევარჩიეთ სახელი, შემდეგ, Leavingstone-მა იზრუნა ბრენდინგზე, სტრატეგიაზე, ტიპოგრაფიასა თუ სარეკლამო რგოლზე.

ესაა ლუდი მათთვის, ვისაც ცოცხალი ლუდი უყვარს. მათთვის გვსურდა მაღალი ხარისხის თანამედროვე ქართული სასმელი შეგვეთავაზებინა. ჩვენს ქვეყანაში არის ჩამოსასხმელი ლუდის „გატანის“ პრაქტიკა, რადგან ბევრს უყვარს რამდენიმე ლიტრი ჩამოსასხმელი ცოცხალი ლუდის თან წაღება, მისაყოლებელთან ერთად და ისე მირთმევა. ამდენად, „ცივ-ცივი“ დიდი სუპერმარკეტების ქსელების გარდა, ლუდის სპეციალიზებული ობიექტებიდან გაიყიდება.“

შემოქმედებით ნაწილზე Leavingstone-ის შემოქმედებითი დირექტორი, ბექა ადამაშვილი გვესაუბრა:

M: ბრიფის გადაწყვეტისას, რა მიმართულება აიღეთ ამოსავალ წერტილად?

ხშირად, ახალი ქართული პროდუქტების, განსაკუთრებით კი ლუდის მიმართ მომხმარებელი სკეპტიკურად არის განწყობილი და რიგ შემთხვევებში, ამ წინასწარგანწყობის გამო ახალ ლუდს გაუსინჯავადაც იწუნებს. ჩვენი რეკლამისათვის სწორედ ამ ტიპის მომხმარებლის გაპერსონაჟება გადავწყვიტეთ, რათა წუნია ადამიანებისთვის „მორიგი ახალი ქართული ლუდის“ დაწუნება დაგვესწრო. თუმცა, პერსონაჟის მიერ ლუდის გარდა სხვა საქვეყნოდ აღიარებული რაღაცების დაწუნებით, იმასაც გავუსვით ხაზი, რომ წუნია ადამიანები, შესაძლოა, ზოგჯერ ცდებოდნენ კიდეც. ამიტომაც, სხვისი აზრის გათვალისწინებამდე, ლუდის მოყვარულმა ადამიანმა სჯობს პროდუქტი თავად გასინჯოს. თუკი „ცივ-ცივის“ გასინჯვის შემდეგ, რომელიმე მომხმარებელი ლუდს დაიწუნებს, ჩვენი რეკლამა პირწმინდად პირნათელი იქნება მასთან, ხოლო თუ მოიწონებს – ესე იგი, უბრალოდ მის სასარგებლოდ შევმცდარვართ.

M: როგორაა ბრენდის სტრატეგია და როგორაა კონცეფცია გამოხატული ვიზუალურ ნაწილში?

გვინდა, რომ „ცივ-ცივი“ ჩამოყალიბდეს ბრენდად, რომელსაც ლუდის მოყვარული ნებისმიერი ადამიანი თავისიანად აღიქვამს და მისი მეგობარი ლუდი გახდება. ამას ვითვალისწინებდით ვიზუალის შექმნის დროსაც, რომელზეც კახა კახაძესთან ერთად ვიმუშავეთ. პროცესში, შევეცადეთ ტიპოგრაფია შედარებით რეტრო სტილის ყოფილიყო და „კარგად დავიწყებული ძველის“ შეგრძნება მოეტანა.ამავე კონცეფციის ნაწილი არის სატელევიზიო რეკლამაც, სადაც დაწუნებათა უმეტეს ნაწილში, სწორედ ის ფრაზებია გამოყენებული, რომელთაც უბნებში თუ სახლებში შეკრებილი მეგობრები იყენებენ ხშირად.

 

 

P.S. მთავარია, ვასკა კმაყოფილია… ან, შეიძლება, არც. რას გაუგებ?!

 

Credits:

Client: Zedazeni

Brand: Tsiv-tsivi Beer

 

Agency: Leavingstone

Chief Creative Officer: Levan Lepsveridze 

Creative Director: Beqa Adamashvili

Copywriter: Mindia Arabuli

Senior Account Manager: Mari Machavariani

Strategy Director: Nino Kuprashvili

Designer: Magda Janjalashvili

Logo Designer: Kakha Kakhadze

 

Production:

Executive Producer: Meli Bagdavadze

Director: Dima Chkheidze 

DoP: George Shvelidze

1st AD: Ninia Sherpa

Producer: Tamta Navrozashvili

Production Design by Polina Rudchik

Ass. Production Designer: Sandro Nadareishvili

Decorations by Jimsher Berdzenishvili and KinoFactory

Set Manager: Vaniko Beruashvili

Steady-Cam: Merab Kiknadze

Gaffer: Misho Saganelidze


Focus Puller: Manu Elijarashvili


Costume Designer: Ika Bobokhidze

Set Dresser: Elene Zvanbaia


MUA & Hair by Nino Bedeladze

Casting Director: Taso Okropiridze

Casting Manager: Irakli Tatrishvili

Location Scouting: Tiko Lortkipanidze

Stuntmen Coordinator: David Khubua

Soundguy: Irakli Ivanishvili

 

Post-Production:

Sound by Paata Godziashvili

Music by Zura Makhniashvili

CGI Artist: Saba Chkhaidze

Color Grading by Artyficial

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ქართულ სტარტაპს Pulsar AI გლობალური კომპანია SpinCar ყიდულობს

Intel აცხადებს, რომ მან კვანტური გამოთვლის ძირითადი პრობლემა გადაჭრა!