in

ციყვები ხტომისას პარკურის ილეთებს იყენებენ!

ტოტიდან ტოტზე ხტომისას, ციყვები წამში ახორციელებენ გამოთვლებს

პარკურის მოყვარულებს აღარ სჭირდებათ შთაგონების ბევრგან ძიება… ახალი კვლევის თანახმად, ციყვების საჰაერო აკრობატიკა ძუძუმწოვრებს სპორტის ოსტატებად აქცევს. დეტალური მიმოხილვა აჩვენებს, რომ ისინი წამში ახორციელებენ გამოთვლებს, რათა ბალანსი შეინარჩუნონ.

M2
M2

“ახლად ჩატარებული კვლევა შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რამდენად საოცარი ცხოველები არიან ციყვები ბიომექანიკის თვალსაზრისით. ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ ასრულებენ ციყვები გიჟურ მოძრაობებს, მაგრამ ამას არავინ აქცევს ყურადღებას” – ამბობს მიშელ გრეჰემი, ბიომექანიკის კურსდამთავრებული სტუდენტი ვირჯინიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც არ მონაწილეობდა კვლევაში.

ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ტოტიდან ტოტზე ხტომა საკმაოდ რთულია. ასეთ დროს ციყვმა უნდა შეაფასოს, რამდენად შორს გადახტომაა საჭირო და გათვალოს, რა მომენტში უნდა ახტეს. არასწორი გათვლების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ნახტომი ფატალური აღმოჩნდეს. შესაბამისად, მეცნიერები დაინტერესდნენ, რამდენად ახერხებენ ციყვები ზუსტი ნახტომის გაკეთებას?

ამის გასარკვევად, ნებრასკა ომაჰას უნივერსიტეტის ინტეგრაციულმა ბიოლოგმა ჰანტმა თავის კოლეგებთან ერთად ხელოვნური ტყის დაბრკოლების კურსი შეიმუშავეს. ექსპერიმენტის დასაწყებად კი “თამაშში” თხილი ჩართეს. პირველ რიგში, სუბიექტებმა მაღალ, საშუალო და დაბალ ტოტებს შორის ხტუნვა ისწავლეს, რათა დამსახურებული თხილი მიეღოთ.

გასაკვირი არ არის, რომ ციყვები უფრო მოხრილი ტოტებიდან ხტებოდნენ, რათა ნახტომის სიმძლავრე გაეზარდათ. ამასთან, სტატისტიკურ მოდელებთან, რომლებიც ხტომის ოპტიმალური გადაწყვეტილებების სიმულაციას ახდენს, ტოტების დრეკადობა ექვსჯერ უფრო მეტად მოქმედებდა ციყვების ნახტომზე, ვიდრე მანძილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ციყვები ნებისმიერი ტოტის ერთი და იგივე ადგილიდან გადახტებოდნენ.

ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე მკვლევრებმა ტოტებს მეტი მოქნილობა მიანიჭეს და მათ შორის მანძილი გაზარდეს. პირველი ნახტომი აშკარად ნაკლებ მოხდენილი იყო – ციყვები არ დაცემულან, მაგრამ უმეტესობა უხერხულად დაეშვა. თუმცა უკვე ხუთი მცდელობის შემდეგ ციყვებმა შეცდომების კომპენსირება ისწავლეს. შესაბამისად, თუ ციყვები რეგულარულად ერთსა და იმავე ტოტების გარემოში იმოძრავებენ, ძალიან სწრაფი ნავიგატორები იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ მკვლევრები კიდევ ერთმა ქცევამ გააოცა – ნახტომის გაკეთების შემდეგ, ციყვები ჰაერში ფეხს ატრიალებდნენ, რაც პარკურის სტილის მანევრებისთვისაა დამახასიათებელი. უმეტესად, ძუძუმწოვრები პარკურს შენელების მიზნით მიმართავდნენ. ჰანტის თქმით, ეს ერთგვარი დამატებითი კონტროლის მექანიზმია.

მრავალი ხეზე მობინადრე ცხოველისთვის ტოტებს შორის ხტომა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მათ ინდივიდუალურ, უნიკალურ ქცევებს ეტაპობრივად სწავლობენ. ახლა კი მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ციყვების ამ უჩვეულო ქმედებების გამოვლენა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სხვა ასეთი ტიპის ცხოველების აღქმაში.

404 გვერდის დიზაინის ბრწყინვალე მაგალითები

OPEN CULTURE – ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის საპილოტე ღონისძიება