in

როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე? — კვლევა

ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი დიდი საიდუმლო სწორედ ამ კითხვაში იმალება… ზოგიერთი კვლევა გვეუვბნება, რომ ეს კომეტებისა და ასტეროიდის შედეგია, ზოგიც ფიქრობს, რომ დედამიწა წყლით თავადვე გაჩნდა, ზოგიც კი ამ ორი პროცესის შერწყმას განიხილავს… ხოლო სიმართლის გაგება მეცნიერებს მხოლოდ პლანეტარულ სისტემებზე დაკვირვებით შეუძლიათ. სწორედ აქ აღმოაჩინეს მზის მსგავსი ვარსკვლავი HL Tauri, რომელმაც, შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს იმას, თუ როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე. 

M2
M2

კვლევამ, რომელიც ამ პატარა ვარსკვლავის ირგვლივ მბრუნავი გაზისა და მტვრის დისკზე ჩატარდა, გამოავლინა, რომ აქვეა დიდი ოდენობით წყლის ორთქლი. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც, შესაძლოა, პლანეტა იწყებდეს ჩამოყალიბებას. თანაც ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასტრონომებმა წყლის განაწილებაზე დაკვირვება მოახერხეს.

ჩვენი უახლესი სურათი ამჟღავნებს წყლის ორთქლის მნიშვნელოვან ოდენობას ვარსკვლავიდან სხვადასხვა დისტანციაზე, რაც მოიცავს სივრცეს, სადაც პლანეტები პოტენციურად ყალიბდება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ წყლის ორთქლის ოკეანეების დაფიქსირებას შევძლებდით იმავე რეგიონში, სადაც, სავარაუდოდ, პლანეტა ფორმირდება, — აცხადებს სტეფანო ფაქინი, ასტრონომი.

როგორც ამბობენ, ვარსკვლავის ჩამოყალიბების შემდეგ, ნებისმიერი მასალა, რომლითაც იგი არ იკვებებოდა, ერთად შეკვრას იწყებს და სხვა ობიექტებს აყალიბებს პლანეტარულ სისტემაში, იქნება ეს თავად პლანეტები, მთვარეები, ასტეროიდები თუ კომეტები. HL Tauri კი სწორედ აქ არის, მილიონზე ნაკლები წლისაა და განიერი მყარი დისკითაა გარშემორტყმული. 

თუ Atacama Large Millimeter/submillimeter Array-ის (ALMA) მონაცემებს დააკვირდებით, კარგად დაინახავთ, რომ დისკზე სიცარიელეებია, ეს კი სწორედ ის ადგილია, რომელზეც ასტრონომები ფიქრობენ, რომ პლანეტები ქმნის ჩამოყალიბების პროცესში. იმის გამო, რომ ახლოა და ისეა დახრილი, რომ მისი დისკი კარგად ჩანს, თანაც, ძალიან ჰგავს ახალგაზრდა მზეს და წყალი მის დისკზე აქამდეც აღმოუჩენიათ, გადაწყვიტეს, უფრო ახლოდან დაკვირვებოდნენ მას. 

სწორედ ასე მიაგნეს დიდი ოდენობით წყალს დისკის შიდა რეგიონში 17 ასტრონომიულ ერთეულზე, სადაც ზუსტად დედამიწის მსგავსი პლანეტების ჩამოყალიბება ხდება. როგორც ვიგებთ, ეს რეგიონი სულ მცირე იმაზე 3.7-ჯერ მეტ წყალს შეიცავს, ვიდრე დედამიწაზე არსებულ ყველა ოკეანეში შეგვიძლია, ვიპოვოთ. ხოლო მისი დისკის ცარიელ ნაწილში პოვნა მეცნიერებისთვის იმას ნიშნავს, რომ პლანეტების ფორმირების პროცესში წყალიც შეიძლება იყოს ჩართული. 

ჩვენი შედეგები აჩვენებს, როგორ ზემოქმედებს წყლის არსებობა პლანეტარული სისტემების განვითარების პროცესზე, ზუსტად ისე, როგორც ეს 4.5 მილიარდი წლის წინ ჩვენს მზის სისტემაში მოხდა, — ამბობს ფაქინი.

 

Wendy’s-ის ორსიტყვიანი შეცდომა და გაკვეთილი ბრენდებისთვის

#სადანროგორ გავერთოთ 1-3 მარტს — ღონისძიებების კალენდარი