in

გაამართლებს თუ არა ქართული მინერალური წყალი ხილის არომატით?!

 პერიელიმნის “პერიე”, მინერალური წყალი ხილის არომატით მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი პროდუქტია.

უნგრული AVE–ს იმპორტი სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. მსგავს პროდუქციას უშვებს თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და სხვა. როგორც MARNET Associates LLC -ის დირექტორი, ბიზნეს კონსულტანტი ტარიელ ზივზივაძე ამბობს, ქართულ ბრენდს სიტყვათა კომბინაციით – “მინერალური წყალი ხილის არომატით”, ამ მომენტისათვის საერთოდ არ იცნობს.

ტარიელ ზივზივაძე.მინერალური წყალი პირადად ჩემთვის და მომხმარებელთა უმრავლესობისათვის არ ასოცირდება ხილთან. თუ სასმელს ხილის არომატი ურევია, ეს უკვე ჩემთვის პირადად “მინერალური წყალი” აღარ არის. თუ ხილის არომატიანი წყალი არის გაზირებული, მაშინ ეს უკვე “ლიმონათად” აღიქმება. ხოლო თუ არაგაზირებულია, მაშინ ამას უბრალოდ “წვენს” ვუწოდებდი.

შეძლებთ წარმოიდგინოთ ბორჯომი ატმის არომატით? ან ნაბეღლავი ქლიავის არომატით? ან საირმე ვაშლის არომატით? ან ლიკანი მანდარინის არომატით? რომ შევაჯამოთ: “მინერალური წყალი ხილის არომატით”, ჩემი აზრით არ ჯდება იმ სტანდარტულ წარმოდგენებში, რაც ბაზარზე არსებობს.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა მნიშვნელოვანმა სიახლემ თავის დროზე კარგად “შეანჯღრია” თავის ბაზარზე არსებული სტატუს-ქვო, არ არის გამორიცხული ვიღაცამ მოიფიქროს “რაღაც ისეთი”, განსხვავებული. ანუ, ჩემი აზრით აქ მთავარი მარკეტინგული გამოწვევაა და არა რამე სხვა. თავად მინერალური წყლის კომპანიები პროდუქტის ამ კუთხით განვითარების შესახებ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

საკონსულტაციო კომპანია TMG Marketing-ის დირექტორი ნიკო თევდორაშვილი ამბობს, რომ მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიების საკითხისადმი ამჟამინდელი მიდგომა  მისთვის  მარტივი აღსაქმელია.

“თუ ისინი აღწევენ იმ წარმატებას, რაც სურთ და აქვთ სასურველი მოგება, დამატებითი პროდუქტის, შესაბამისად დამატებითი ხარჯის გაწევა, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება მათი თვითმიზანი”.

ტარიელ ზივზივაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებობს პოტენციალი შეიქმნას ქართული ბრენდის მინერალური სასმელი, რომელიც ერთდროულად მინერალურიც იქნება და ქართული ხილისგან დამზადდება. რამდენად სწორი და მომგებიანი იქნება, ან უნდა მოხდეს თუ არა ქართული კომპანიების ამ მიმართულებით განვითარება, სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

ტარიელ ზივზივაძე თვლის, რომ ერთია არსებული პოტეციალი, მაგრამ სხვა საკითხია მისი ისე ამოქმედება, რომ ფული “დაწეროს”. მინდა გავუსვა ხაზი სიტყვა “მინერალური” -ს განმარტებას. ჩვეულებრივ ამ სიტყვის მიღმა ვგულისხმობთ სასარგებლო მინერალებს, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო.

თუმცა მინერალი მრავალნაირია და რაღაც მინერალების კომპლექტი ყველა წყალშია. თუ ვეცდებით და “ხელახლა განვსაზღვრავთ” თუ რა არის “მინერალური წყალი” და ამას გასაგებად “მივაწოდებთ” ბაზარს, აქ შეიძლება “რაღაც” იყოს. ეს თემა არაერთხელ მქონია განხილვის საგნად ჩემს მარკეტინგის ჯგუფებში. ალბათ, რთულია ცალსახა პასუხი დასმულ შეკითხვაზე: გაამართლებს თუ არა ახალი “მინერალური წყალი ხილის არომატით”? გარკვეული კვლევითი საქმიანობაა ჩასატარებელი საკითხის უკეთ შესასწავლად”.

ნიკონიკო თევდორაშვილის აზრით კი, თუ ქართული წყლის კომპანიები თვლიან, რომ ე.წ. მარკეტინგული საკმაზების გარეშე, დასახულ მიზანს აღწევენ (ბაზრის წილი, გაყიდვების მოცულობა, მოგება), მაშინ სავსებით ნორმალური და მისაღებია ის, რომ პროდუქციას არ ავითარებს სხვა მიმართულებით.

თუმცა, ამბობს, რომ თუ რომელიმე კომპანია ჩათვლის, რომ მას სჭრიდება იყოს განსაკუთრებული თვისებების ან გემოვნების პროდუქტის მწარმოებელი, მაშინ მისაღები იქნება მინერალური წყლის ხილის არომატითა და შეფერილობით გამოშვება.

მეორე საკითხია ბაზრის სპეციფიკა: ქართველი მომხმარებელი ბულიტირებულ წყალს როდის მოიხმარს? ეს არის: სხვადასხვა ღონისძიებები (ოფიციალური მიღება, ტრენინგები, სემინარები, სადღესასწაულო სუფრები და ა.შ.), ტრანსპორტირებისას, ასევე აღსანიშნავია, რომ ბუტილირებულ წყალს საქართველოში არ მოიხმარენ მუდმივ სასმელად როგორც უცხოეთშია. დავამატებდი ბაზრის მოცულობას და კონკურენციის სიმძაფრეს.

საქართველოს ბაზრის სიდიდე (რაოდენობა და ფინანსური მოცულობა) ხშირ შემთხვევაში განვითარებული ქვეყნის ერთი ქალაქის ანალოგია, შესაბამისად იქ კომპანიებს სჭირდებათ ყველა იმ საშუალების გამოყენება, რომ იყვნენ განსხვავებულები და მოიზიდონ მომხმარებლები. ამიტომ, მე პრობლემას არ ვხედავ იმაში, რომ რომელიმე ქართული კომპანია არ იყენებს შეფერვასა და არომატიზირებას მინერალური წყლების შემთხვევაში.

Audi RS 6 Avant-ის რეკლამა

Playstation-ის რეკლამა