in

მეცნიერებმა სუფთა წყალი მეტალად გადააქციეს — ვიდეო

სუფთა წყალი მეტალის მაშინ ხდება, როცა ელექტრულად გამტარია, ამის საშუალებას კი უკიდურესად მაღალი წნევა იძლევა, რაც ლაბორატორიის ამჟამინდელ შესაძლებლობებსაც აღემატება… თუმცა მკვლევრებმა ჯერ კიდევ 2021 წელს გვაჩვენეს, რომ სუფთა წყალს მეტალად მხოლოდ მაღალი წნევა არ აქცევს. იგი კონტაქტში უნდა იყოს ელექტრონის გამზიარებელ ტუტე ლითონთან.

M2
M2

ამ შემთხვევაში ნატრიუმისა და კალიუმის შენადნობი გამოიყენეს, რასაც თავისუფლად მოძრავი დამუხტული ნაწილაკები ემატება და წყალს მეტალად აქცევს. მართალია, შედეგად მიღებული გამტარობა მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია წყლის ამ ფაზის გასაგებად.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მეტალის წყლად გადაქცევის პროცესი შეუიარაღებელი თვალით. ვერცხლისფერი ნატრიუმ-კალიუმის წვეთი ოქროსფერი ბზინვარებით იფარება, რაც ძალიან შთამბეჭდავია, — განმარტავს რობერტ სეიდელი, ფიზიკოსი.

თეორიულად, საკმარისად მაღალი წნევის ქვეშ ნებისმიერი მატერია შეიძლება გახდეს გამტარი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ატომების ერთმანეთთან მჭიდროდ მოქცევით, გარე ელექტრონები ზემოდან ეფინება მას და გადაადგილების საშუალებას აძლევს. წყლისთვის ეს წნევა დაახლოებით 48 მეგაბარია, რაც ზღვის დონეზე დედამიწის ატმოსფერულ წნევაზე 48 მილიონჯერ მეტია. თუმცა რადგან მსგავსი ექსპერიმენტები მეტალის წყლის შესასწავლად არ იქნებოდა შესაფერისი, ტუტე მეტალებს მიმართეს. ეს ნივთიერებები გარე ელექტრონებს მარტივად ათავისუფლებს… თუმცა პრობლემა იმაშია რომ ტუტე მეტალების თხევად წყალთან ურთიერთქმედება აფეთქებითაც შეიძლება დასრულდეს:

მკვლევრებმა გამოსავალს მიაგნეს — მეტალის წყალში დამატების ნაცვლად, თავად წყალი დაამატეს მას. ასე კი, არამარტო ოქროსფერი იერი მიიღეს, არამედ წყალიც გამტარად აქციეს. ამ მეთოდით, შესაძლოა, დიდი პლანეტების ექსტრემალურად მაღალი წნევის შესწავლის საშუალებაც მიეცეთ მეცნიერებს, მაგალითისთვის იუპიტერზე ფიქრობენ, რომ მას საკმარისად მაღალი წნევა აქვს სუფთა წყლის მეტალად ქცევისთვის…

ჩვენი კვლევა მხოლოდ იმას კი არ აჩვენებს, რომ მეტალის წყალი რეალურად შეიძლება წარმოიქმნას დედამიწაზე, არამედ სპექტროსკოპიულ თვისებებს ავლენს, რომლებიც მის ოქროსფერ მეტალის ბზინვარებას უკავშირდება, — განმარტავენ მკვლევრები.

შესაძლებლობები ყველას, ვინც არ ჩერდება – საქართველოს ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პლატფორმა შექმნა

ბენ აფლეკს პოპვარსკვლავობა უნდა — Dunkin-ის სახალისო კამპანია