in

წყალი „მთის“ Paris Saint-Germain-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი გახდა!

სულ ახლახან გავიგეთ, რომ ქართული წყლის ბრენდი „მთის“ ფრანგული საფეხბურთო კლუბი Paris Saint-Germain-ის ოფიციალური რეგიონული პარტნიორი გახდა!

წყალი „მთის“ ისტორია მაშინ დაიწყო, როცა Coca-Cola Bottlers Georgia-მ გლობალური ბრენდების პორტფოლიოში ქართული წყლის დამატება გადაწყვიტა… ხოლო PSG საფრანგეთის ლიგა 1-ში ასპარეზობს და მის სახელს არაერთი ჯილდო უკავშირდება — საფრანგეთის ცხრა გზის ჩემპიონია, UEFA Cup Winners-ისა და UEFA-ის Intertoto-ს თასების მფლობელია. ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული მხარდაჭერა კი გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით მოიპოვა. 

თუ რას მოიაზრებს Paris Saint-Germain-თან ოფიციალური რეგიონული პარტნიორობა, ამის შესახებ მოგვიანებით შევიტყობთ…

„ჯინო ჰოლდინგი“ თბილისის ზღვაზე საცხოვრებელ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს, „თბილისის ბულვარს“ აშენებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

„მეთექვსმეტე“ – როგორ შეიქმნა და რა გზა განვლო ქართული რაგბის მხარდამჭერთა კლუბმა