in

წყალქვეშა ფოტოსესიით გინესის ახალი რეკორდი დამყარდა!

ჯერ კიდევ ივლისში Guinness-ის სიაში ერთი ახალი რეკორდი ჩაიწერა ყველაზე ღრმა წყალქვეშა ფოტოსესიის სახელით, რომელიც 10 მეტრამდე შესრულდა. მისი ავტორები ფოტოგრაფი სტივ ჰაინინგი და მოდელი კიარა ანტოსკი იყვნენ. ამ ფაქტს კი ახლა იმიტომ გიზიარებთ, რომ წყვილმა რეკორდი გააუმჯობესა — კიდევ უფრო გასაოცარი ფოტოსესია შემოგვთავაზა, უკვე 10 კი არა, 30 მეტრზე მეტ სიღრმეში. პროცესს 30 წუთი დასჭირდა, უშუალოდ გადაღებამ კი 16 წუთი გასტანა.

BOG
BOG

ჩვენ ადრე ვთქვით, რომ ერთ დღესაც ვგეგმავდით ფოტოსესიისთვის ონტარიოს ტობერმორის წყლებში დაბრუნებას. ამ სერიების გაგრძელება გვინდოდა. Fujifilm-მა კი დეტალები გამოგვკითხა, ის, თუ რამდენად შორს შევძლებდით წასვლას მომავალში, ჩვენ კი 30 მეტრი დავასახელეთ… თუმცა როცა ვკითხეთ ამის გაკეთება შეგვეძლო თუ არა, Fuji-ს გუნდისგან გასაოცარი პასუხი მივიღეთ, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მალე ისევ უნდა გაგვეკეთებინა, — ამბობს ჰაინინგი.

ასეც მოხდა და შედეგები უკვე თავად შეგიძლიათ ნახოთ:

„ბალავარი დეველოპმენტი” – 10 წელი ხარისხის, კომფორტისა და გამორჩეული დიზაინის შექმნაში

ფერი, როგორც ღვინის ხასიათი — Pery