29
May
2019

წყალტუბოს სანატორიუმები იყიდება 

29 May 2019

წყალტუბოს 5 ყოფილი სანატორიუმი 21 მილიონ ლარად იყიდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათ ფუნქცია არ შეეცვლებათ, კვლავ სასტუმროები უნდა გაიხსნას, თუმცა, კონკრეტული საპრივატიზაციო პირობების ჩამოყალიბება ინვესტორების მხრიდან წარმოდგენილი დაინტერესების საფუძველზე მოხდება.

რაც შეეხება ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულებას, სააგენტოს წარმომადგენლებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, 2018 წლის შეფასებით, სანატორიუმის „იმერეთი“ საპრივატიზაციო ღირებულება 3 002 000 ლარია, პანსიონატის „სავანე“ – 2 058 000 ლარი, სანატორიუმის „წყალტუბო“ – 8 457 000 ლარი, სანატორიუმის „ფილიალი“ – 1 969 100 ლარი, სანატორიუმის „მეგობრობა“ – 5 232 300 ლარი.

photo credit: Alex Tatevosyan

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, ასევე, ამბობენ, რომ გაყიდვის წინ კვლავ მოხდება სანატორიუმების ღირებულების გადაფასება, ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა, საპრივატიზებო ღირებულება მცირედით შეიცვალოს, ან უცვლელი დარჩეს.

 

განხილვა