რა რეაქცია გექნებათ, სატელეფონო სერვისის მისაღებად დარეკვისას, ოპერატორის მაგივრად, ბავშვის ხმა რომ გაიგონოთ?! პერუში ყოველი მეოთხე ბავშვი მუშაობს. სკოლაში სიარულის ნაცვლად, მილიონზე მეტი მოზარდი ცხოვრების დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებს და ამით საკუთარ მომავალს დიდი რისკის ქვეშ აყენებს.
https://www.youtube.com/watch?v=e6jzdtnwv5c
ბოლო დროს, ამ თემამ აქტუალობა დაკარგა და მისი გაშუქებაც იშვიათია.
სწორედ, ინდიფერენტულობა აღმოჩნდა ახალი კამპანიის წამოწყების მიზეზი. ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 12 ივნისს ტელეკომუნიკაციების კომპანია Telefónica Fundación-მა წამოიწყო კამპანია A call to indifference. საზოგადოებისთვის “ხმის მისაწვდენად” მათ ისეთი საკომუნიკაციო არხი აირჩიეს, სადაც ბავშვებს არავინ ელოდა. კამპანიის ფაგლებში, ესპანური მობილური ოპერატორი Movistar-ის ხმოვანი ინტერაქტიული სისტემა გამოიყნეს, რომლის მომხმარებელსაც ავტომატური მოპასუხის ნაცვლად, ბავშვის ხმას ასმენინებდნენ.
სარეკლამო კომპანია Wunderman Phantasia-ს ვიდეორგოლში ნახავთ, თუ რა რექაციები ჰქონდათ ადამიანებს ბავშვის ხმის გაგონებისას. ისინი განსაკუთრებით განიცდიდნენ ბავშვების ხმით მიწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ბავშვს უწევს შრომა მსოფლიოს მასშტაბით და რამდენად საყურადღებოა არსებული სიტუაცია.
კამპანიის წამოწყების ინიციატორი Telefónica Fundación საზოგადოებას მოუწოდებს, დაფიქრდნენ ამ პრობლემაზე და მის წინააღმდეგ საბრძოლველად ბავშვების უკეთეს განათლებას შეუწყონ ხელი.
სულ სხვა სიმძაფრეს იძენს ადამიანებისთვის პრობლემა, რომლის მონაწილეც თავად ხდებიან. Telefónica Fundación-მა ამისთვის ნამდვილად ეფექტური გზა მონახა.