in

რატომ ხდება ცხოვრება უკეთესი 50 წლის შემდეგ? — 5 მიზეზი

თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ან საერთოდ რამდენად მართალია ეს? სტატიაში ჩიპ კონლის მოსაზრებებს გაგიზიარებთ, New York Times-ის ბესტსელერი ავტორის, რომელიც თავის ახალ წიგნში Learning to Love Midlife: 12 Reasons Why Life Gets Better with Age გვეუბნება მიზეზებს, რომლებიც შუახნის შემდგომ ცხოვრებას უკეთესს ხდის. მოდით, დავიწყოთ:

1. სხეულით აღარ განსაზღვრავთ საკუთარ თავს

ხშირად, როცა ასაკის მატებაზე ვფიქრობთ, ფიზიკურ მხარეზე ვართ კონცენტრირებული; იმდენადაც კი, რომ სულაც არ ვემზადებით შეგრძნებებისთვის, რომლებიც 50 წელს ახლავს თან. დაბერება პრივილეგიად უნდა მიიჩნიოთ, დროის საჩუქრად… მიუხედავად ამისა, მაინც გამუდმებით იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ორგანოები ისე აღარ მუშაობს, როგორც ადრე. ხისგან განსხვავებით, რომლის ასაკიც რგოლებით განისაზღვრება, ჩვენ ვბერდებით საზოგადოებაში და ვფასდებით გარეგანი ნაოჭებით. 

ასაკში შესვლასთან ერთად ვაანალიზებთ, რომ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი სხეული გარეგნულად, არამედ ის, თუ როგორ ვგრძნობთ თავს სულიერად. შესაძლოა, ჩვენს ფიზიკურ ნაწილსაც სჭირდებოდეს ზრუნვა, მაგრამ ეს მოკლევადიანია, თუმცა გრძელვადიან შედეგებშიც გვეხმარება, გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტი დრო დავუთმოთ ფიზიკურის მიღმა არსებულ სფეროებს, იქნება ეს ემოციური, მენტალური, სულიერი თუ სხვა მდგომარეობები. 

2. თქვენს სოციალურ კეთილდღეობაში დებთ ინვესტიციას

რა მოხდება, თუ ჩვენსავე კეთილდღეობას საერთო პასუხისმგებლობად აღვიქვამთ, რომელიც სოციალურია და არა პერსონალური? შუახნის ასაკში ხშირად დგება ისეთი მომენტი, როცა მეგობრების ნაკლებობას განვიცდით, რადგან მანამდე მხოლოდ პირადი და პროფესიული ვალდებულებებით ვიყავით დაკავებულნი. არადა, კვლევა გვეუბნება, რომ ადამიანები, რომლებიც 80 წელზე მეტს ცხოვრობენ, დიდ ინვესტიციებს სოციალურ ურთიერთობებში სწორედ შუახნის ასაკში დებენ.

ამგვარად, მეგობრების ყოლა უბრალოდ კარგი კი არ არის, არამედ აუცილებელია. სწორედ ოჯახის წევრები, ჩვენი მეგობრები და საზოგადოება ქმნის ჩვენს ემოციურ დაზღვევას. ხოლო, რაც უფრო ხანმოკლეა ცხოვრება, მით უფრო ვანიჭებთ პრიორიტეტს ურთიერთობებს. U-curve of Happiness-ის კვლევამ სწორედ ამის გამო აჩვენა, რომ ცხოვრება 50 წლის ასაკში იწყება და ყოველ ათწლეულში ჩვენ უფრო ბედნიერები ვხდებით. 

3. გემატებათ ცხოვრებისეული სიბრძნე

მტკივნეული ცხოვრებისეული გაკვეთილები ჩვენი მომავალი სიბრძნის საფუძველს ქმნის. შუახნის ასაკში ცხოვრების ექსპერტები ვხდებით… ეს სიბრძნე კი სოციალურ სიკეთედ უნდა აღიქვათ, რადგან გაზიარებას ისახავს მიზნად, შესაბამისად, ბრძენი ადამიანიც ყველას უკეთესად ხდის თავის გარშემო. 

4. იაზრებთ დროის მნიშვნელობას 

შუახნის ასაკი ის დროა, როცა ბედნიერების შეგრძნებას ვიწყებთ… დროის გამოცდილება კი ასაკში შესვლასთან ერთად იცვლება. მკვლევრები ამბობენ, რომ დროს დასამახსოვრებელი მომენტების მიხედვით განვსაზღვრავთ — რაც უფრო მეტია ასეთი, მით უფრო ნელა გადის დრო, მაგრამ იმის გამო, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ხშირად უფრო ნაკლები რამ გვაქვს დასამახსოვრებელი, ცხოვრება ჩქარდება. კონლიმ კი გამოსავალი იპოვა, 57 წლის ასაკში სერფინგისა და ესპანურის სწავლა გადაწყვიტა, თან თავს ეკითხებოდა – რა ვიცი ან რა გავაკეთე ახლა ისეთი, რაც 10 წლის წინ მინდოდა? რას ვინანებ 10 წლის შემდეგ თუ ახალ არ გავაკეთებ ან არ ვისწავლი?. ამგვარად, გვირჩევენ, რომ შუახნის ასაკში რაღაც ახალი დავიწყოთ, რადგან ცხოვრებაში მიღებული პირველი გამოცდილებები დროს ანელებს.

5. შეიგრძნობთ, რომ ერთი მთლიანობა ხართ

ცხოვრების პირველ ნახევარში თუ ჩვენი თავი ორი ნაწილისგან შედგება, ანუ სულ სხვანაირია თქვენში ადამიანი, რომელიც მუშაობს და ადამიანი, რომელიც დროს მეუღლესთან და შვილებთან ატარებს, შუახნის ასაკში თითქოს თავს ერთ მთლიანობად წარმოიდგენთ… მოკლედ რომ ვთქვათ, 50 წელი სწორედ იმ პერიოდს ასახავს, როცა ჭია პეპლად იქცევა. ამიტომ, ნურც შუახნის კრიზისის შეგეშინდებათ და გახსოვდეთ, რომ არ ხართ ერთადერთი, ვინც ამას განიცდის. 

რა არ შეუძლია შვარცენეგერს? — სახალისო რეკლამა Super Bowl 2024-დან

AI-ს საბაკალავრო პროგრამა BTU-ში აკრედიტაციის პროცესშია