ერთი შეხედვით ადამიანებისთვის დაუჯერებელი იდეა – ცხოვრება ტკივილის გარეშე – თოდუას კლინიკის ახალი სერვისით ქართულ მედიცინაში შესაძლებელი ხდება და მკურნალობის ახალ პერსპექტივებს ხსნის.
ტკივილის მართვის დეპარტამენტი ის ინოვაციური განყოფილებაა, რომელიც საქართველოში სწორედ თოდუას კლინიკაში შეიქმნა და ნებისმიერ პაციენტს აქამდე უტოპიად აღქმულ სურვილს – რეალობად უქცევს. ტკივილის მართვის გუნდი უკვე ქმნის ქრონიკული ტკივილებისგან განკურნების პრეცენდენტებს და ჰყავს პაციენტები, ვინც ხანგრძლივი დისკომფორტის შემდეგ ცხოვრება ტკივილის გარეშე დაიწყო. მათ შორის არის შაკიკის, კისრის, ბეჭის, ზურგის, წელის, მენჯის და სხვა ბევრი ქრონიკული ტკივილის წარმატებით მართვის და განკურნების შემთხვევები. ეს სერვისი უნიკალური შესაძლებლობაა ონკოლოგიური პაციენტებისთვის. რა არის ის ინოვაციური მიდგომა რომელიც ქართულ მედიცინაში კლინიკამ დანერგა და როგორ შეიძლება დაიწყოთ ცხოვრება ტკივილის გარეშე, ამის შესახებ, თოდუას კლინიკის ტკივილის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რთველიაშვილი საუბრობს.
ნიკოლოზ რთველიაშვილი: ცხოვრება ტკივილის გარეშე – ეს შესაძლებელია!
ნუ დამალავ ტკივილს, მოგვიყევი მის შესახებ და მიეცი ნება დაგტოვოს! – ეს არის მთავარი და პირველი რისი თქმაც, როგორც ექიმს პაციენტებისთვის მინდა. ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება სხვადასხვა სახის ტკივილს განიცდიან და ჰგონიათ, რომ ამის შეცვლა არ შეუძლიათ.ეს ასე არ არის.
მე ვარ ნიკა რთველიაშვილი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, 1995 წლიდან დღემდე მთელი სული და გული ჩავდე ამ პროფესიის შესწავლაში. ჩემთვის როგორც ანესთეზიოლოგისთვის პაციენტის ტკივილი უმძიმესი განცდაა, ისევე ვგრძნობ როგორც საკუთარს და მათი გამოჯანმრთელების სიხარულიც საერთო ბედნიერებაა. ბოლო წლებში მედიცინა ქრონიკული ტკივილის მართვის და მკურნალობის გზებს იკვლევს და ნერგავს, თოდუას კლინიკასთან ერთად შევძელით შეგვექმნა განყოფილება, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.
რა არის ტკივილი და რა იწვევს მას ?
ტკივილი ორგანიზმის ყველაზე ძველი და ბაზისური სიგნალია, რომელიც მისი სიცოცხლის გადარჩენისკენ არის მიმართული. ის დაკავშირებულია ქსოვილების პოტენციურ ან უკვე არსებულ დაზიანებასთან. ერთია, რომ ამ შეგრძნებამ შეიძლება გადაგვარჩინოს და მოგვცეს ექიმთან მისვლისა და მკურნალობის სიგნალი და მეორეა, რომ გახანგრძლივებული ტკივილი უკვე სერიოზული, არამარტო ფსიქოემოციური არამედ სოციალური პრობლემაა. ქრონიკული ტკივილის ჩამოყალიბება პირდაპირ კავშირშია შრომის უნარის დაქვეითებასთან, იწვევს ძილის დარღვევას, დეპრესიას, პიროვნების დესოციალიზაციას… მინდა პაციენტებმა იცოდნენ, რომ არ არის აუცილებელი, იცხოვრონ ტკივილთან ერთად.
რამდენად შესაძლებელია მისი პრევენცია და რას ნიშნავს ტკივილის მართვა ?
თოდუას კლინიკაში არის უნიკალური შესაძლებლობა ტკივილის მიზეზის დასადგენად ჩატარდეს ყველა მაღალტექნოლოგიური კვლევა უახლესი თაობის აპარატურით, საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ იქნას მულტიდისციპლინური კონსილიუმი სადაც ჩართულები იქნებიან: ნევროლოგი, რევმატოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნეიროქირურგი, რადიოლოგი და ასე შემდეგ. დიაგნოზის დადგენის შემდეგ ტკივილის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად ჩატარდება ტკივილის მკურნალობა ევროპაში მიღებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ პრობლემას მივიტანთ ექიმამდე, ტკივილის მართვის სპეციალისიტამდე.
რა ტიპის ტკივილის დროს შეიძლება მოგმართოთ პაციენტმა ?
ჩვენთან მოდიან პაციენტები თუ აწუხებთ კისრის ტკივილი, ზურგის, ბეჭების, გულმკერდის ტკივილი, წელის ტკივილი, გავისა და კუდუსუნის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ონკოლოგიური პათოლოგიით გამოწვეული ტკივილი, თავის ტკივილი, სკალპის ტკივილი, ჰერპესული ინფექციის შემდგომი ან სხვა ნეიროპათიული ტკივილი, კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი, კიდურების ვეგეტატიური ტკივილი, კიდურის ამპუტაციის შემდგომი ფანტომური ტკივილი და ნებისმიერი სხვა არადიფერენცირებული ტკივილი.
არის მცირე ინვაზიური პროცედურები, რომელიც შაკიკის რიგ შემთხვევაში სრულად მოხსნას ან ტკივილის მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს. შესაძლებელია პაციენტს დაენიშნოს სისტემური მკურნალობა ტაბლეტით ან ნემსით.
როგორ მუშაობს ტკივილის მართვის ცენტრი ონკოლოგიური დიაგნოზის პაციენტებთან ?
ონკოლოგიური პაციენტების შემთხვევაში ეს ტექნიკა ტკივილის მართვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. იქნება ეს სიმსივნური პროცესით გამოწვეული, სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობით თუ სხვა, არაონკოლოგიური პათოლოგიით გამოწვეული დისკომფორტი.
ქვეყანაში არსებობს ონკოპაციენტების ტკივილის მართვის ეროვნული გაიდლაინი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მართავს მსგავს შემთხვევებს, თუმცა ხშირია, როდესაც მხოლოდ ძლიერი გამაყუჩებელი საშუალების ინექცია არ იძლევა სათანადო შედეგს.
ასეთ შემთხვევაში მივმართავთ ტკივილის მართვის ინტერვენციულ მეთოდებს: ვეგეტატიურ აბლაციას, ნერვების სელექტიურ ბლოკს ან აბლაციას, სისტემურ ანალგეზიურ თერაპიას ადიუვანტებით და სხვა. ეს იძლევა გაცილებით უკეთეს ტკივილის მართვის ეფექტს. საერთო ჯამში ყველაფერი ემსახურება პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას.
რა ტექნოლოგიური რესურსი არსებობს და გამოიყენება ტკივილის მართვის პროცესში ?
ტკივილის მართვა მოიცავს: სისტემურ მკურნალობას მედიკამენტებით ან ინექციებით, რომელიც ხორციელდება კლინიკაში. ესენია ბლოკადები, რადიოსიხშირული აბლაციისა და ნეირომოდულაციის პროცედურები. ჩვენს შესაძლებლობებში არსებული რადიოსიხშირული აბლაციის და რადიოსიხშირული მოდულაციის საშუალება უნიკალური მეთოდია და მხოლოდ თოდუას კლინიკაში ტარდება. მას საკმაოდ კარგი შედეგები აქვს მაგალითად ნერვის დაზიანების შემთხვევაში.
თოდუას კლინიკაში არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდი და ასევე სრული ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა იმისათვის, რომ განვახორციელოთ ნებისმიერი ინტერვენციული პროცედურა. ეს გამოიყენება ქრონიკული ტკივილის სამართავად, ასევე შემდეგი მონიტორინგისთვის.
თქვენთვის, როგორც ექიმისთის , რომელიც ათობით წელია ჯანდაცვის სფეროს ემსახურებით რას ნიშნავს ტკივილის მართვის სისტემის საქართველოში დანერგვა და როგორ აფასებთ მის მნიშვნელობას ?
ქრონიკული ტკივილით დაავადებულების 77% თავს დეპრესიულად გრძობს , 55% ვერ აკონტროლებენ ტკივილს, 20% აცხადებს, რომ ქრონიკული ტკივილის გამო დარღვეული აქვს ძილი კვირაში რამდენიმე დღით მაინც.
ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ტკივილს უნდა შეეგუონ და დარჩენილი ცხოვრება ტკივილთან ერთად იცხოვრონ. ეს არ არის სწორი, რადგან ნებისმიერი ტკივილის შემთხვევაში არსებობს საშუალება, რომ იყოს ნაკლებად ინტენსიური ტკივილი ან საერთოდ არ იყოს.
ადამიანს აქვს უფლება, რომ იცხოვროს ტკივილის გარეშე. ჩემთვის როგორც ექიმისთვის, კონკრეტულად ანესთეზიოლოგისთვის, ძნელი ასატანია ადამიანის ყურება რომელსაც სტკივა და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტკივილის შემსუბუქებას. თითოეული პაციენტის ტკივილი მტკივა, განვიცდი მათ ტანჯვას და ვეძებ გზებს ტკივილის შესამსუბუქებლად თუ დასამარცხებლად. მინდა ყველა მათგანმა იცოდეს, რომ დღეს თოდუას კლინიკაში არსებობს მაქსიმალური ინფრასტრუქტურული და ინტელექტუალური რესურსი ქრონიკული თუ მწვავე ტკივილის სამართავად. არაფერი სჯობს იმ მომენტს როდესაც პასუხობ ტელეფონს და იქიდან გესმით ხმა: ექიმო, იცით, აღარ მტკივა ან უკეთესად ვარ, რა შედარებაა. ეს არის ძალა, რომელსაც მედიცინა ჰქვია და რომლის სამსახურში ყოფნაც ჩემი ბედნიერებაა.
[პარტნიორის კონტენტი]