in

ცხოვრების ახალი სტილი – როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა კოვიდპანდემიის შემდეგ?

2019 წლის დეკემბერი – თარიღი, რომელიც არის ძველი და ახალი მსოფლიოს, ურთიერთობების, მიდგომების, ქცევების და ცხოვრების სტილის ხაზგამყოფი. ჩინეთის ქალაქ უჰანში აღმოჩენილმა თვალით უხილავმა პაწაწინა ვირუსმა (COVID-19) შეცვალა სამყარო, არსებული წესები და შეგვცვალა ჩვენ, ადამიანები, ამოატრიალა ჩვენი ცხოვრების სტილიც.

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ დიდი გავლენა იქონია თითქმის ყველა სფეროზე, მათ შორის უძრავი ქონების ბიზნესზე – კოვიდპანდემიამ შეამცირა გაქირავებისა და მშენებლობისგან მიღებული შემოსავალი, გადაიდო ახალი პროექტების მშენებლობა და ა.შ. მაგრამ, რაც მთავარია, კოვიდპანდემიამ უძრავი ქონების ბიზნესისადმი შეცვალა ადამიანთა/მომხმარებელთა მიდგომა და ქცევა. კონკრეტულად, მომხმარებელთა ქცევის რა ცვლილებებზეა საუბარი, ამას ალფა სახლის ბიზნეს განვითარების მენეჯერი, საკონსულტაციო კომპანია ლემონს ჯგუფის დამფუძნებელი და ბიზნეს განვითარების კონსულტანტი ირინე მელიმონაძე განმარტავს:

  • მომხმარებლებს უძრავი ქონების შეძენის გადაწყვეტილების მისღებად ბევრად დიდი დრო სჭირდებათ, ვიდრე კოვიდპანდემიამდე.
  • თუ პანდემიამდე მომხმარებლები უძრავი ქონების შეძენის გრძელვადიანი პერსპექტივით ინტერესდებოდნენ, ახლა ასეთი ტიპის მომხმარებლები, ფაქტობრივად, აღარ არიან. ადამიანები, რომლებიც ინტერესდებიან უძრავი ქონების შეძენით, არიან მომხმარებლები, რომლებსაც ბინის ყიდვა უახლოეს ერთ თვეში, მაქსიმუმ, ორ თვეში სურთ.
  • კოვიდკარანტინის პირობებში ადამიანებს ძირითადად სახლში უწევთ ყოფნა, იქიდან მუშაობა და სწავლა. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, სახლში დამატებითი, გამოყოფილი სივრცის არსებობა აუცილებელი გახდა. შესაბამისად კი, გაჩნდა მოთხოვნა ისეთი ტიპის ბინებზე, რომლებსაც, მინიმუმ, ერთი საძინებლით მეტი აქვს. ამასთან, სტუდიოს ტიპის 35-45 კვ.მ-ის ბინები იყო და კვლავაც რჩება აქტუალური, თუმცა, დაახლოებით 15%-ით გაიზარდა პლუს ერთსაძინებლიანი ბინების მოთხოვნა.
  • 2019 წელს ბინებისთვის პატარა აივანი ძირითად შემთხვევაში წარმოადგენდა ერთგვარ, მომყოლ, დამატებითი ფუნქციას. კოვიდპანდემიის და კარანტინის პირობებში კი, აივანი გახდა ერთ-ერთი ფუნდამენტალური და მნიშვნელოვანი სივრცე სახლისთვის. აქედან გამომდინარე, კოვიდეპოქაში მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ დიდ აივნებს, რომლის ფართობი 20 კვ.მ-მდე აღწევს.
  • კოვიდპანდემიის შემდეგ მომხმარებლები უძრავი ქონების ადგილმდებარეობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე მანამდე. პანდემიურ პირობებში მომხმარებლები ბინებს ყიდულობენ პარკებთან, სკვერებთან, სკოლებთან და უნივერსიტეტებთან, იქ, სადაც მათ ბევრად მარტივად, მოხერხებულად და დაუბრკოლებლად შეეძლებათ პანდემიური შეზღუდვების პირობებში ნებისმიერ სასურველ პუნქტამდე მისვლა.

ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ მისდიოს ცვლილებებს და გააანალიზოს კოვიდპანდემიის გავლენები, რამაც უძრავი ქონების ბიზნესისადმი მომხმარებელთა ქცევა შეცვალა.

პანდემიური გამოწვევების სწორად გაანალიზების და ახალ მოთხოვნებზე მორგების თვალსაჩინო მაგალითია „ალფა სახლი“, კომპანია, რომელსაც კოვიდკარანტინის რეჟიმშიც კი არ შეუწყვეტია აღებული პასუხისმგებლობის შესრულება. „ალფა სახლი“ პანდემიის პირობებშიც მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებს მომხმარებლებთან, ახორციელებს გაყიდვებს და განაგრძობს დაწყებულ მშენებლობებს – შედეგად სამი პროექტი: მარიჯანსა და ისნის დასასრულს უახლოვდება, ხოლო ნუცუბიძეზე აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს. მეტიც, კომპანიამ არათუ შეანელა საქმიანობა, არამედ „ალფა სახლმა“ ახალი პროექტებიც დაგეგმა, რომლებსაც სამომავლოდ დიდ დიღომსა და გლდანში განახორციელებს.

[R]

ზვიგენი ადამიანს იმიტომ ესხმის თავს, რომ სელაპისა და ზღვის ლომისგან ვერ ასხვავებს – კვლევა

3 სავარჯიშო ბიზნესებისთვის, რომლებსაც თანამშრომლების შენარჩუნება სურთ