in

ცხვრებს ბიონიკური თვალები გადაუნერგეს

ავსტრატიელმა მკვლევართა ჯგუფმა ცხვრის პატარა ფარას “განსაკუთრებით მკვეთრი ხედვა” მიანიჭა — ცხოველებს ბადურაში ბიონიკური თვალები ქირურგიულად ჩაუნერგეს. თავის მხრივ, ექსპერიმენტში უზრუნველყოფილი იყო გვერდითი ეფექტებისგან მაქსიმალური დაცვა.

ახლა კი სიდნეის უნივერსიტეტისა და ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის გუნდი იუწყება, რომ უკვე იგეგმება ადამიანებზე ცდების დაწყება. მკვლევართა თქმით, ეს გასაოცარი ნაბიჯია ბიონიკური ხედვისკენ… “მოწყობილობას მოულოდნელი რეაქცია არ გამოუწვევია და ველით, რომ მრავალი წლის განმავლობაში უვნებლად იფუნქციონირებს”, — აცხადებს სიდნეის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი, სამუელ ეგგენბერგერი.

მოწყობილობა, სახელწოდებით Phoenix 99, კამერის მეშვეობით, უსადენოდ გადასცემს თვალებს გამოსახულებებს. იგი მზის სათვალეებზეა მიმაგრებული, როგორც ელექტრული სიგნალები უშუალოდ მომხმარებლის ბადურაზე. შემდეგ ეს სიგნალები მხედველობის ნერვის მიერ მუშავდება და ტვინში იგზავნება.

ექსპერტები თვლიან, რომ ბიონიკური თვალები, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში მასობრივად დაინერგოს. BBC-ის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ბაზრის კვლევის ანგარიშის თანახმად, 2028 წლისთვის ინდუსტრია $400 მილიონზე მეტს მოიცავს. თანაც, უკვე ბევრი კომპანია არსებობს, რომელიც მსგავს ბიონიკურ თვალის სისტემებზე მუშაობს — მათ შორისაა Second Sight, Monash Vision Group და Pixium Vision.

ამ ეტაპზე სისტემები ჯერ კიდევ ძალიან ძვირია… მაგალითად, ზოგიერთის ღირებულება $100 000-ს აჭარბებს. “ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ტექნოლოგიამ იმ პაციენტების ცხოვრება შეცვალა, ვინც საკმარისად იღბლიანი აღმოჩნდა მათ მისაღებად. თუმცა ამჟამად ტექნოლოგია შეზღუდულია. იგი მხოლოდ სინათლისა და ჩრდილის და სილუეტების აღქმის საშუალებას გვაძლევს”, — განმარტავს ოფთალმოლოგი დაიან ჰილალ-კამპო.

მოიწყეთ სიმწვანე სახლში! რატომ უნდა შეიძინოთ მცენარეები გრატოს სათბურებში?

როდის გვჭირდება და როგორ შევარჩიოთ კარიერული ქოუჩი?