in

საფრანგეთის საცირკო წარმოდგენებში ცხოველების გამოყენება აიკრძალა!

ასევე, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, შესაძლოა, თავისუფლების 5 წლით აღკვეთით დასრულდეს

ველური ცხოველების საცირკო წარმოდგენებში გამოყენება უკვე სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს. თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვის წყალობით, ეს ჩვეულება სულ უფრო ნაკლებ აქტუალური ხდება და პირიქით, საზოგადოებას აგრესიაც კი უჩნდება.

BOG
BOG

ახლა კი გადამწყვეტი კენჭისყრის ფონზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა, საფრანგეთში ოფიციალურად აიკრძალა ცხოველების საცირკო სპექტაკლებსა და სხვა ცოცხალ წარმოდგენებში გამოყენება. კანონი დაუყოვნებლივ შევა ძალაში, მაგრამ მისი პოლიტიკის მიხედვით, მსგავსი სპექტაკლების შეწყვეტისთვის ორგანიზატორებს 2 წლის ვადა ეძლევათ. უკვე 7 წელიწადში ცხოველების ფლობაც უკანონო გახდება.

ამასთანავე, ახალი კანონმდებლობა ლომების, ვეფხვების, დათვებისა და სპილოების გარდა სხვა სახეობებსაც იცავს… აკრძალვა ეხება დელფინებისა და საზღვაო შოუებს, ვეშაპების მოშენებასა და სხვა ქვეყნებიდან შემოყვანას. ასევე, იკრძალება წაულას მეურნეობა და ყველა ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს პრაქტიკა. და რაც მთავარია, საგრძნობლად გაიზრდება ჯარიმები ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის (85 000 დოლარამდე) და, შესაძლოა, თავისუფლების 5 წლით აღკვეთითაც დასრულდეს. 

აკრძალვა არ ვრცელდება სხვა ტიპის მუდმივ შოუებსა და ზოოპარკებზე. ისევე, როგორც ზოგიერთ კულტურულ პრაქტიკაზე — მათ შორის ნადირობასა და ხარების ბრძოლაზე, რამაც ცხოველთა უფლებების ზოგიერთი აქტივისტის ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. მეორეს მხრივ, ცირკის მეპატრონეებიც წინააღმდეგობით შეხვდნენ ახალ კანონს. თუმცა, საერთო ჯამში, კანონმდებლობა დადებითად იქნა მიღებული. ამ ყოვლისმომცველი ცვლილებების გათვალისწინებით, საფრანგეთის მთავრობა დაზარალებული ინდუსტრიებისთვის 9.2 მილიონ დოლარს გაიღებს.

შეფასებული, როგორც “ისტორიული ნაბიჯი ცხოველთა უფლებებისთვის ბრძოლაში”, საფრანგეთში გატარებული ცვლილებები ქვეყანას 20-ზე მეტ ევროპულ ქვეყანასთან დააკავშირებს, რომლებმაც უკვე აკრძალეს ან მკაცრად შეზღუდეს ცხოველების გასართობად გამოყენება. ამ რეგიონების ზოგიერთმა ცირკმა უკვე შემოქმედებითი ხასიათი მიიღო და დაიწყო ცოცხალი ცხოველების ფუტურისტული ჰოლოგრამებით შეცვლა. ახალი ტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად, საინტერესო იქნება, თუ როგორ გარდაიქმნება გასართობი ღონისძიებები…

Porsche ავსტრალიაში შესვლის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს!

„პირველად საქართველოში, ბაზარზე ჰორეკა სექტორის ციფრული მარკეტინგის სააგენტო შემოვიდა”- ემერალდ მარკეტინგი