in

ფერმერმა ცხვრების დახმარებით, მინდორზე გულის ფორმა გამოსახა

ნამუშევარი სიყვარულისა და მწუხარების გამოხატვას ემსახურება

რთულ პერიოდებში საყვარელი ადამიანის გახსენება შეიძლება, სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალება იყოს. ერთმა ფერმერმა საკუთარი ცხვრის ფარა მხატვრის ფუნჯის მსგავსად გამოიყენა, რათა დეიდამისისადმი სიყვარული გამოეხატა. დეიდა დები კიბოსთან ორ წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ პანდემიის თანმდევი შეზღუდვების გამო, ჯექსონმა ვერ შეძლო დაკრძალვაზე დასწრება.

ამ სამწუხარო ამბის ოდნავ შესამსუბუქებლად, ჯექსონმა ცხვირს ფარის მეშვეობით მინდორზე გულის ფორმა გამოსახა. “მწუხარების მომენტში თავს ნამდვილად უმწეოდ გრძნობ, არ იცი, რა უნდა გააკეთო” – აღნიშნავს ფერმერი.

ჩვეულებრივ, ჯექსონი სასურველი კონტურების შესაქმნელად მარცვლეულს იყენებს. შემდეგ კი ცხვრებს უშვებს და ისინიც მოუთმენლად გარბიან საკვებისკენ. სწორედ ეს მომენტი დააფიქსირა ფერმერმა თავისი დრონით. “რამდენიმე მცდელობა დამჭირდა ამის სწორად გასაკეთებლად. საბოლოო შედეგი კი ასეთია… იმედი მაქვს, დეიდამ ღრუბლებიდან დაინახა ჩემი ნამუშევარი”. 

ცხვრების მიერ შექმნილი გული ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. ამ შთამბეჭდავმა და გულთბილმა ჟესტმა ნამდვილად იმოქმედა საზოგადოების განწყობაზე. ვინ იცის, იქნებ ამ ნამუშევარმა ბევრი სხვა ადამიანი შთააგონოს და უფრო მეტი მსგავსი მცდელობა ვიხილოთ.

კვლევა – სიცოცხლის ხანგრძლივობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იცვლება

Spotify-ს ახალი ფუნქცია მეგობრების საერთო გემოვნებას ახალ ფლეილისთად აქცევს