დრიუ სტრუზანისა და რენატო კასაროს ერთობლივი პორტფოლიო – იგივეა, რაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ბლოკბასტერულ კინოტურში იმოგზაურო, რომელიც მოიცავს: „ვარსკვლავურ ომებს”, ინდიანა ჯონსის ფილმებს, მაპეტსებს, ჰარი პოტერს, ტერმინატორს და სხვა. მათი გულმოდგინედ შექმნილი ილუსტრაციები ხშირად იქცეოდა პირველ შთაბეჭდილებად ფილმებისა და მსახიობების შესახებ.

შეიძლება ამ დიზაინერების სახელები ისე არ იცოდეთ, როგორც ამ ფილმების ვარსკვლავებისა და რეჟისორების, მაგრამ ნამდვილი კინომანები იცნობენ.
არნოლდ შვარცენეგერი კასაროს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მხატვრული ობიექტი იყო. მხატვარმა ბრწყინვალედ აღბეჭდა არა მარტო შვარცენეგერის გმირი, არამედ ის ბერძენი ღმერთის მსგავსად წარმოაჩინა.
თუმცა იტალიელი კასაროსთვის ეს მხოლოდ ერთი პროექტი კი არ იყო, მისმა ფოტოებმა ამ ეპოქის განსაზღვრას შეუწყო ხელი. “The Good, the Bad and the Ugly”, “The Bible: In the Beginning” და კიდევ ბევრი სხვა ფილმის მთავარი ფოტოა მის შემოქმედებაში.

სტრუზანის „ინდიანა ჯონსის” სერიის პოსტერები ნათლად ასახავს მისი ვარსკვლავის, ჰარისონ ფორდის გამორჩეულ სახეს და დოქტორ ინდიანა ჯონსის პერსონაჟის სახასიათო დეტალებს. დაძველებული ქურთუკი, მუდამ მზადყოფნაში მყოფი მათრახი და სხვა.
სტრუზანის კარიერა თავდაპირველად დაბალბიუჯეტიანი B-კლასის ფილმებით დაიწყო: “Empire of the Ants,” “Squirm” და “Food of the Gods”. სწორედ ამ პოსტერებმა აიძულა მისი კოლეგა და პოსტერების ოსტატი ჩარლზ უაიტი დახმარება ეთხოვა წინა წლის მეგაჰიტის, „ვარსკვლავური ომების“ ახალი ნაწილის მხატვრულ ნამუშევრებში. ამის შემდეგ ის მიიწვიეს ისეთ ფილმებზე სამუშაოდ, როგორებიცაა: “The Muppet Movie,” “Blade Runner,” “E.T.”
აღსანიშნავია, რომ სტრუზანი ცნობილი გახდა არა მხოლოდ ფილმებზე, არამედ ცნობილი მუსიკოსების ილუსტრაციებზე მუშაობითაც. იგი თანამშრომლობდა Alice Cooper-თან, Black Sabbath-თან, Beach Boys-თან, Bee Gees-სთან და სხვა.

საინტერესოა, რომ კასაროსა და სტრუზანს ერთსა და იმავე პერსონაჟზეც აქვთ ნამუშევარი, ოღონდ სხვადასხვა დროს. სილვესტერ სტალონეს „რემბოს“ სერიის პირველი ნაწილისთვის სტრუზანმა შექმნა პოსტერი, რომელიც სასოწარკვეთილებაში მყოფ პერსონაჟს ასახავს. 1985 წელს კი, რემბოს გაგრძელებისთვის პოსტერი კასარომ შექმნა, სადაც ხაზი გაუსვა სტალონეს კუნთებს, სროლის ძალასა და მტკიცე გამომეტყველებას.











