in

ცნობილი Meme 473 000 დოლარად გაიყიდა, როგორც NFT ნამუშევარი!

“უბრალოდ ასე გამოვიდა. იღბალია? ბედია? აზრზე არ ვარ, მაგრამ მე მივიღე ეს”

ზოი როთმა, გოგონამ, რომლის ფოტოც 2005 წლიდან ძალიან პოპულარულ მიმი იქცა, ორიგინალი ფოტოსურათი $473 000 დოლარად გაყიდა, როგორც NFT – non-fungible token (არა-ჩანაცვლებადი ტოკენი). 

ზოის ეს ფოტო მამამისმა 4 წლის ასაკში გადაუღო, როდესაც მეხანძრეებმა ჩრდილოეთ კაროლინის ერთ-ერთ სახლში ცეცხლი განზრახ გააჩინეს, როგორც კონტროლირებადი ხანძარი. 

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, გოგონა ახლა 21 წლის სტუდენტია, რომელიც შემოსავლის ახალი წყარო სტუდენტური სესხების დასაფარად და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გადასაცემად გამოიყენა.ინტერნეტი დიდია, კარგ გამოცდილებას მიიღებთ, თუ – ცუდს, მაქსიმალურად უნდა ისარგებლოთ მისით” – ამბობს ზოი. 

“უბრალოდ ასე გამოვიდა. იღბალია? ბედია? აზრზე არ ვარ, მაგრამ მე მივიღე ეს”. 

საგულისხმოა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მაიკ ვინკელმანმა, ბიპლის სახელით ცნობილმა ციფრულმა არტისტმა, თავისი NFT ნამუშევარი $69.3 მილიონად გაყიდა… ფასის შესაბამისად, ვინკელმანი ტრადიციული მხატვრების გვერდით მოექცა, როგორიცაა უილიამ ტერნერი, ჟორჟ სერა და ფრანსისკო გოია. ამ ფაქტმა ხელოვნების კრიტიკოსებს ნათლად დაანახა, რომ ხელოვნების ღირებულებების ტრადიციული წარმოდგენებისგან განცალკევება სრულიად შესაძლებელია. 

ზოის ფოტოს მყიდველი, ცნობილი, როგორც 3FMusic სავარაუდოდ, Farzin Fardin Fard-ია, დუბაიში დაარსებული მუსიკალური წარმოების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. “გადაწყვეტილება მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ სამხატვრო მრჩევლებთან თანამშრომლობით მივიღე. ისინი თვლიან, რომ ჩვენ ისეთი ტექნოლოგიური ქმედებები უნდა განვახორციელოთ, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ბიზნესის, არამედ ხელოვნების ბაზრის პოპულარიზაციაშიც დაგვეხმარება” – წერს ფოტოსურათის ახალი მფლობელი.

ბისერებით შექმნილი ცხოველები – ფრანგი არტისტის ახალი სერია

Discord Chat მალე PlayStation-ში ინტეგრირდება!