in

Play-Doh, Monopoly და Polly Pocket – ცნობილი ძველი სათამაშოების ახალი სიცოცხლე

შობა-ახალი წელი ის დროა, როცა სათამაშოები და თამაშები მაღაზიის თაროებიდან ელვის სისწრაფით იყიდება. არჩევანი ფართოა, თუმცა არსებობს ისეთი გამძლე ბრენდები, რომლებიც უკვე ათწლეულებია, ბავშვებს და მათ მშობლებსაც ახარებს.

BOG
BOG

თუმცა, როგორც ტრენდები იცვლება, გემოვნებაც ტრანსფორმირდება და კულტურა ვითარდება, ამ ბრენდებს უწევთ საკუთარი თავის ხელახლა შექმნა ახალი თაობისთვის ისე, რომ არ დაკარგონ ის ხიბლი, რაც მათ ასე საყვარელს ხდის. ამ პროცესში ბევრი მათგანი დიზაინსტუდიებს მიმართავს, რათა შექმნან ახალი ან განახლებული იდენტობები და შეინარჩუნონ პოპულარობა.

ასეთი პროექტები, მაიკ ფოსტერის აზრით, იწყება იმის გააზრებით, თუ როგორ შეიცვალა თავად კატეგორია. Straightforward Design-ის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, სწორედ ამ მიდგომით უხელმძღვანელა Play-Doh-ის რებრენდინგს.

პირველად 1955 წელს გამოშვებული ბრენდი 70 წლის განმავლობაში ბევრი ბავშვის ნაწილი იყო, თუმცა კონკურენტები მას ავიწროებდნენ და ახალი იერსახე სჭირდებოდა, რათა სრულიად განსხვავებულ ბაზარზე პოზიციონირება შეძლებოდა.

Straightford-მა მჭიდროდ ითანამშრომლა Play-Doh-ის გუნდთან, რათა „დაბრუნებულიყო საწყის პრინციპებთან და დახმარებოდა ბრენდის საფუძვლების ხელახლა ჩამოყალიბებაში“.

ეს ნიშნავდა ახალი იდენტობის შექმნას, რომელიც უფრო ადვილად ამოსაცნობი იქნებოდა, ნამუშევრებს, რომლებიც ბავშვების მიერ შექმნილს ჰგავს. გარდა ფერებისა, ყურადღება გამახვილდა ინდივიდუალურ შრიფტზეც, რომელიც ისეთი შეგრძნებას ტოვებს, თითქოს პატარა თითების მიერაა დაჭყლეტილი. მისი რბილი, მოქნილი ფორმები კი ბრენდის ხალისიან პერსონალობას ეყრდნობა.

Polly Pocket

Analogue Creative, რომელმაც ცოტა ხნის წინ 40 წლის Polly Pocket-ის რებრენდინგი განახორციელა, ამ პროცესს „ნიუსტალგიას“ უწოდებს, დიზაინს, სადაც „წარსული და აწმყო ერთმანეთშია შერწყმული, რათა შეიქმნას ისეთი რამ, რაც ერთდროულად ნაცნობიცაა და ახალიც.

სამყაროში, რომელიც ხშირად შეიძლება ცოტა მძიმედაც გვეჩვენება, ეს ბრენდები უბრალოდ პროდუქტები არ არის. ისინი ემოციური დროის მანქანებია. როგორც ბევრი სხვა პროექტის შემთხვევაში, ამ დავალების ერთ-ერთი ნაწილი იყო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც ციფრულ არხებში უფრო ეფექტურად იმუშავებდა.

ახალი ლოგოს შექმნისას Analogue-ის გუნდმა შთაგონება ორიგინალი Polly Pocket-ის ნიშნის „P“-ს დაბოლოებიდან მიიღო და შეინარჩუნა გულების ფორმა. ეს იდენტობა ძლიერ ვიზუალურ ეფექტს ქმნის და სრულიად თანამედროვე შთაბეჭდილებას ტოვებს. ახალი ლოგო ასახავს 1990-იანი წლების რბილ, თამაშით სავსე სულსმომრგვალებული ფორმებით და მსუბუქი, ხასიათიანი დინამიკით, თუმცა ხელახლა გააზრებული თამამი ხედვით.

ახალია ფერთა პალიტრაც: ვარდისფერი, წყლისფერი, რბილი იასამნისფერი ტონებით. ეს ვიზუალს თანამედროვე იერს აძლევს და დიზაინის სისტემის ყველა ელემენტს ერთმანეთთან აკავშირებს. დიზაინერები ამბობენ, რომ შთაგონება ვინტაჟური Polly Pocket-ის პასტელური სამყაროდან აიღეს, მაგრამ გაიზარდა ფერების სიხასხასე, რათა უფრო ენერგიული და თანამედროვე განწყობა შეექმნა. 

Monopoly

რა თქმა უნდა, სათამაშოები და განსაკუთრებით სამაგიდო, მხოლოდ ბავშვებისთვის არაა, ისინი ზრდასრულებსაც ძალიან უყვართ. მათ შორის გამორჩეულია Monopoly, რომლის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავადაც, მშობელმა კომპანიამ Hasbro-მ ბრენდისა და შეფუთვის განახლება დიზაინსტუდია Crush-ს მიანდო.

Play-Doh-ისა და Polly Pocket-ის მსგავსად, მათი დავალებაც ძველისა და ახლის შერწყმა იყო. უნდა განახლებულიყო იდენტობა, რომელსაც შენარჩუნებული ექნებოდა Monopoly-ს ვიზუალური დნმ. 

გუნდმა გაითვალისწინა თამაშის ცნობილი ხელწერა წითელი სიტყვანიშანი, კლასიკური ფიგურები და დაფის გრაფიკული ელემენტები, რომლებიც ახალი შეფუთვის მთავარ გმირებად აქცია. 

ეს სამივე მაგალითი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ რებრენდინგი სრულიად ბრენდის ამოტრიალებას ნიშნავს. ეს ჰგავს პროცესს, თითქოს ძველ მეგობარს დაეხმარე გაზრდაში ისე, რომ არ დაკარგოს თავისი ნამდვილი სახე და ფესვები.

როგორ ცვლის „ვაიბ-კოდინგი“ მედიასა და ამბის თხრობას

როგორ გეხმარებათ გულწრფელობა სწორი აუდიტორიის მოზიდვაში