ბოლო ათწლეულში პლასტმასის წარმოების მაჩვენებელი გაორმაგდა… ახალი ტექნოლოგიით კი, შესაძლოა, ერთ დღესაც მეტად მდგრადი, ბიოდეგრადირებადი მასალები მივიღოთ, რომლებიც ჩვენს პლანეტას საუკუნოვანი ნარჩენებით აღარ დააბინძურებს.
მეცნიერებმა „ცოცხალი პლასტმასა“ შექმნეს, რომელსაც თვითდესტრუქციის უნარი აქვს და მაშინ აქტიურდება, როცა მასალა გამოფიტვას იწყებს. სულ რაღაც ერთ თვეში იშლება მაშინ, როცა უფრო ტრადიციულ ვერსიებს ამისთვის 55 დღე სჭირდება. ახალი ტექნოლოგია პლასტმასის დამშლელი ცილებითაა გაძლიერებული, ბუნებრივად წარმოიქმნება იმ ბაქტერიებისგან, რომლებიც 2016 წელს იაპონიის ერთ-ერთ გადამამუშავებელ ქარხანაში აღმოაჩინეს.
საინტერესოა, რომ აღნიშნულთან ერთად, მეცნიერებმა ბაქტერიების რამდენიმე სახეობას მიაგნეს, რომლებსაც პლასტმასის მჭამელი ფერმენტები უვითარდებათ, ეს ბუნებრივი ცილები კი სინთეზური ვერსიებითაა შთაგონებული, რომლებიც აღნიშნულზე უფრო „მშიერი“ გახლავთ.
Chinese Academy of Sciences-ის (CAS) მკვლევრებმა მიაგნეს გზას, რომლითაც ბაქტერიული სპორების გაკეთებას შეძლებენ, რომელთაც, თავის მხრივ, ამ ფერმენტების გამოყოფა შეეძლება პოლიკაპროლაქტონის (PCL) პლასტმასის სტრუქტურაში. ამ გზით, როცა პლასტმასა დეგრადირებას დაიწყებს, ახლად გათავისუფლებული ფერმენტები საქმეს დაასრულებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ფერმენტები ხშირად არასტაბილური და მოწყვლადია, მკვლევრებმა შექმნეს ლიპაზის ფერმენტის გენი ბაქტერიიდან Burkholderia cepacia სხვა მიკრობის Bacillus subtilis-ის დნმ-ში, რომელიც სპორის ფორმაში მაღალ ტემპერატურასაც უძლებს და წნევასაც. ხოლო, როგორც კი პლასტმასა გამოფიტვას იწყებს, სპორები აღმოცენდება… პლასტმასის პროდუქტების ტესტირებები PBS-ს, PBAT-ს, PLA-ს, PHA-სა და PET-ს მოიცავდა, რომლებიც 300 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას მოითხოვს…
„ცოცხალი პლასტმასა სტაბილური დარჩა, როცა Sprite-ში 60 დღით გააჩერეს, ეს კი მის შესაფუთ მასალად გამოყენების პოტენციალზე მიგვითითებს. ამასთან, პლასტმასა საფუძვლიანად დაიშალა ანტიბიოტიკების გარეშე, რაც სისტემის ეფექტურობაზე უსვამს ხაზს“, — აცხადებენ მკვლევრები.
მართალია, ეს კვლევა ჯერ მხოლოდ კონცეფციის დადასტურებად შეგვიძლია ჩავთვალოთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მას უდიდესი პოტენციალი აქვს პლასტმასით დაბინძურების პრობლემის მოგვარებაში.