in

თსუ-მა საუნივერსიტეტო ონლაინ მაღაზია – TSUstore.ge გახსნა

23 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველი საუნივერსიტეტო ონლაინ მაღაზიის www.tsustore.ge პრეზენტაცია გაიმართა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tbcbank/videos/10155223632641188/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1”]
პროექტი თსუ-სა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების დაგეგმვის გარდა, უნივერსიტეტის მარკეტინგული კომუნიკაციის ხელშეწყობასაც გულისხმობს.

ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება სამოსი და აქსესუარები თსუ ბრენდირებით. ბრენდმაღაზიით სარგებლობა შეუძლია ყველას, როგორც სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

www.tsustore.ge დღეიდან ამოქმედდა. უნივერსტეტისთვის შექმნილი დიზაინით გაფორმებული ნივთები მუდმივად განახლდება და თსუ-ს სტუდენტები და თანამშრომლები უფასო მიტანის მომსახურებით ისარგებლებენ.

შთამბეჭდავი გამოსვლები, რეკორდები და დაუვიწყარი ექსტრემალური სანახაობა – BBC ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება

არ დაიძინო მაშინაც, როცა ძალიან გეძინება – Samsung-ის ვიდეორგოლი