ორთვიანი შვეულებიდან დაბრუნების შემდეგ, მარკმა Facebook-ზე განათავსა ფოტო, სადაც ის ოჯახსა და C-Suite-ზე ერთდროულად ზრუნავს.
ცუკერბერგის პოსტი კამპანიის #LeanInTogether ჰეშთეგთან ერთად აიტვირთა. #LeanInTogether (www.leanin.org ) მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ სრულყოფილი და თანაბარუფლებიანი ოჯახის შექმნაში მამაკაცი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მცდარია წარმოდგენა, თითქოს, თანაბარი უფლებები ქალისთვის უფრო პრიორიტეტულია. ოჯახში თანასწორობა ქალისთვის და მამაკაცისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანია. ბავშვები, რომლებიც თანაბარუფლებიან ოჯახში იზრდებიან, უფრო ბედნიერები და წარმატებულები არიან.
მარკ ცუკერბერგის გარდა, #LeanInTogether -ის მხარდაჭერა ბევრმა ცნობილმა ფუგურამ დააფიქსირა.