in

ახალი კვლევის მიხედვით, წვიმის წყალი უსაფრთხო არაა

წვიმის წყალი ჩვენი ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და ბევრ ადგილას ის სასმელ წყალზე წვდომას უზრუნველყოფს. თუმცა ახლახან ახალი კვლევა დაიდო, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი დალევა უსაფრთხო არაა. კვლევაში ნათქვამია, რომ ზოგიერთმა ქიმიკატმა მიაღწია სახიფათო დონეს. მეცნიერულად ეს ქიმიკატებია პერ- და პოლი-ფტორალკილის ნივთიერებები (PFAS) და ისინი არ იშლება გარემოში.

M2
M2

ამ ტიპის ქიმიკატებს ჩვენ სხვადასხვა საგანშიც ვხვდებით. ისინი გვხვდება საყოფაცხოვრებო საკვების უამრავ პაკეტში, ელექტრონიკაში, კოსმეტიკასა და ჭურჭელშიც კი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ქიმიკატები ახლა ჩვენს წვიმის წყალსაც ერევა. შედეგად, ის სასმელად სახიფათო გახდა. მკვლევრები ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ ეს საკითხი მხოლოდ ერთ ლოკაციას დაუკავშირონ. პრობლემა არის ყველგან, მსოფლიოში, თუნდაც ანტარქტიდაზე.

მკვლევრები ამბობენ, რომ PFAS ქიმიკატების სარეკომენდაციო დონეები საგრძნობლადაა დაცემული ბოლო 20 წლის განმავლობაში. ეს იმიტომ ხდება, რომ უფრო მეტი კვლევა გაჩნდა მათი მავნებლობის შესახებ. ამგვარად, წვიმის წყალში მისი ტოქსიკური თვისებების შესახებაც დაიწყეს საუბარი, რითაც ირკვევა, რომ ერთი ასეთი ქიმიური ნივთიერების შემცველობაც კი მას სახიფათოდ აქცევს.

ეს საინტერესო დილემაა, რადგან წვიმის წყალი გარკვეულ როლს ასრულებს წყლის ეკოსისტემაში ზოგიერთი ქვეყნისთვის. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს წყალი, რა თქმა უნდა, არ კლავს, მაგრამ შეუძლია ისეთი მძიმე დაავადებების გამოწვევა, როგორიც კიბოა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ქვეყნებს წვიმის წყლის ფილტრაციის მეთოდების შემუშავება დასჭირდებათ.

საბედნიეროდ, უკვე ტარდება დიდი სამუშაოები ამ სფეროში: ზოგიერთი ინჟინერი ფილტრაციის სისტემასაც კი ქმნის, რომელიც წყალს ასუფთავებს მხოლოდ ღილაკის დაჭერით. თუ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები შეძლებენ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებასა და მავნე ქიმიკატების გაფილტვრას, უსაფრთხო წყლის სისტემების განთავსება სხვა ქვეყნებში, რომლებიც ეყრდნობიან წვიმის წყალს, გაადვილდება.

Fiverr-ის ახალი კამპანია „ფრილანსინგის“ მნიშვნელობას უსვამს ხაზს

ქუთაისის აეროპორტში მინისოს მაღაზია გაიხსნა